Pro კოლექცია გიგანტური სასაჩუქრე ნაკრები წვეროსანი მამაკაცისთვის

339.55

Pro კოლექცია გიგანტური სასაჩუქრე ნაკრები წვეროსანი მამაკაცისთვის
Pro კოლექცია გიგანტური სასაჩუქრე ნაკრები წვეროსანი მამაკაცისთვის

339.55

Pro კოლექციის გიგანტურ ნაკრებში, წვერის და სახის მოვლისთვის აბსოლიტურად ყველა საჭირო პროდუქტია მოთავსებული, მათი დახმარებით ნებისმიერ წვეროსან მამაკაცს შეექმნება სუპერ განწყობა და თავდაჯერებული ვიზუალი. ნაკრები ხელმისაწვდომია სამი კატეგორიის სურნელის კომბინაციით (გრილი, ოდნავ მოტკბო და წიწვოვანი) გთხოვთ შეკვეთის შენიშვნებში მიუთითეთ სასურველი სურნელები.

🎁 რა შედის Pro კოლექციის ნაკრებში?

  1. წვერის, თმის და სახის არგანის შამპუნი 250მლ: დამარბილებელ-გამაჯანსაღებელი ეფექტით. გამოიყენება ნებისმიერი ტიპის წვერის და თმის დასაბანად.
  2. წვერის და სახის დამარბილებელ-დამატენიანებელი კრემი 100მლ: იდეალური დამატენიანებელი საშუალებაა. აგვარებს ისეთ პრობლემებს როგორიცაა გამომშრალი წვერისგან გამოწვეული ქერტლი, წვერის ღერების გაყოფა და ქავილი.
  3. წვერის დამარბილებელი ზეთი 30მლ: უნივერსალური პროდუქტი, მისი მოხმარება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპისა თუ სიგრძის წვერზე. მომენტალურად არბილებს წვერს, აჯანსაღებს, აქრობს ქავილის მსგავს დისკომფორტის შეგრძნებას და აქვს საოცარი სურნელი
  4. წვერის დამარბილებელი ბალზამი 30გრ: იდეალური პროდუქტია საშუალო ან გრძელი წვერის მქონე მამაკაცისთვის, რათა მიიღოს წვერის მომენტალური დარბილება და მცირედი ფიქსაცია ერთიანი ვიზუალისთვის
  5. ულვაშის ცვილი 15გრ: უძლიერესი ფიქსაციის მქონე პროდუქტი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სალვადორ დალივით ულვაშების დაყენება, ან უბრალოდ ზედა ტუჩს ქვემოთ ჩამოსული ულვაშის გვერდებზე გადაწევა და მთელი დღის მანძილზე სტილის შენარჩუნება.
  6. სანდალის ხის სავარცხელი წვერის და თმისთვის, დამზადებულია სურნელოვანი, ნატურალური ხისგან, აქვს ძალიან დახვეწილი დიზაინი და მეტალის ქეისი.
  7. დიდი ზომის შავი ჯაგრისი იდეალური პროდუქტია ნებისმიერი წვეროსნისთვის, ჯაგრისის დახმარებით თითოეული წვერის ღეროს სათითაოდ დავარწყნა/გასწორება ხდება, ასევე დამარბილებელი საშუალებების თანაბრად გადანაწილება.
  8. მყარი სუნამო : რომელსაც, გარდა გასაოცარი პარფიუმის სურნელისა, შემადგენლობიდან გამომდინარე, კანის დამატენიანებელი თვისებებიც გააჩნია. მყარი სუნამო, თხევადი სუნამოსგან განსხავებით, ბევრად უფრო დიდი ხნით ინარჩუნებს სურნელს და ძალიან კომპაქტურია ჯიბით სატარებლად.
  9. სამგზავრო ჩანთა : Beard.ge-ს ბრენდის, ძალიან კომფორტულია პირადი ჰიგიენის ნივთების შესანახად, მისი შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას კომფორტულად წაიღოთ წვერის მოვლის საშუალებები, ან სხვა ნებისმიერი კატეგორიის პროდუქტები.
  • სასაჩუქრე შეფუთვა 🎁
  • ჩვენი სტიკერები – მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისთვის 🌟
  • მისალოცი ბარათი თქვენი სასურველი ტექსტით (მხოლოდ ონლაინ შეძენისას) – ანგარიშსწორების გვერდზე, ბოლო გრაფაში მიუთითეთ მისალოცი ბარათის ტექსტი და აუცილებლად მოვათავსებთ შეფუთვაში 😍

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა