Reuzel წვერის ბალზამი 35გრ

39.95

დროებით
არ არის გაყიდვაში

პროდუქტის უპირატესობები:

  • მცირე ფიქსაციის უნარი (აძლევს წვერს ერთიან, ლამაზ ფორმას)
  • მომენტალურად არბილებს წვერს
  • აქრობს ქავილის მსგავს დისკომფორტის შეგრძნებას
  • მოქმედებს როგორც კანის და წვერის ძლიერი დამატენიანებელი
  • ხელს უწყობს ჯანსაღი, გახშირებული წვერის ზრდას
  • იდეალურია უხეში ან ხუჭუჭა წვერის დარბილებისთვისაც კი
  • ციტრუსის და ნაზი ტყის სურნელი
  • გამოიყენება საშუალო / გრძელი ზომის წვერზე 

Reuzel არ წყვეტს ურიცხვი მომხმარებლის გაოცებას და გვთავაზობს ამჯერად უკვე წვერისთვის განკუთვნილ, ნამდვილად ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტის რაც შეიძლება რომ გამოიყენოს წვერიანმა მამაკაცმა. წასმისას იგი მომენტალურად დაარიბლებს თქვენს წვერს, შემატებს მცირედ ფიქსაციას რითაც ერთიან, ლამაზ ფორმაზე დააყენებს მას, მოქმედებს როგორც ძლიერი გამაჯანსაღებელი საშუალება და რაღა თქმა უნდა, ბრენდის ყველა პროდუქტის მსგავსად, გამაოცებელ სურნელით დააჯილდოებს თქვენს წვერს.

თუ დამწყები წვეროსანი ხარ, ამ შემთხვევაში იდეალური პროდუქტი მოკლე წვერისთვის წვერის ზეთია, ხოლო თუ საშუალო ან გრძელი წვერი გაქვს, მაშინ მიეცი რუზელის ბალზამს გაოცების საშუალება, ვინაიდან სწორედ ის პროდუქტია რითაც მსოფლიოს წამყვანი სადალაქოები მომხმარებლებზე დიდი სიამაყით მოიხმარენ.

როგორ ხდება წვერის ბალზამის გამოყენება?

წვერის ბალზამის მოხმარება ხდება მშრალ წვერზე. ამოიღეთ დაახლოებით საჩვენებელი თითის ფრჩხილის ნახევარი ან დამფარავი მოცულობა, გადაინაწილეთ ორივე ხელის გულზე და ერთმანეთზე ხახუნის მეშვეობით სრულად გაალღვეთ ბალზამი, შემდეგ კი ერთიანად შეიზილეთ წვერში, ისე რომ პროდუქტმა კანამდე ჩააღწიოს (უკეთესი გამაჯანსაღებელი და დამარბილებელი ეფექტის მისაღებად). შემდეგ კი სავარცხლით ან წვერის ჯაგრისით გაისწორეთ წვერი რათა ერთიან და ლამაზ ფორმაზე დადგეს. ვინაიდან პროდუქტი 100% ნატურალურია, მისი მოხმარება დღეში რამდენჯერმეც შეგიძლიათ.

ნებისმიერი წვერის მოვლის საშუალების მოხმარებისთვის იდეალური დრო: დილით, ცხელი შხაპის შემდეგ, როდესაც წვერს შეიმშრალებთ.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა