Reuzel წვერის ბალზამი Wood & Spice 35გრ

44.95

Reuzel Beard Balm Wood & Spice 35gr წვერის დამარბილებელი და ფორმის მისაცემი ბალზამი - Beard.ge
Reuzel წვერის ბალზამი Wood & Spice 35გრ

44.95

ფიქსაციის უნარით (აძლევს წვერს ერთიან, ლამაზ ფორმას)
მომენტალურად არბილებს წვერს
აქრობს ქავილის მსგავს დისკომფორტის შეგრძნებას
მოქმედებს როგორც კანის და წვერის ძლიერი დამატენიანებელი
ხელს უწყობს ჯანსაღი, გახშირებული წვერის ზრდას
იდეალურია უხეში ან ხუჭუჭა წვერის დარბილებისთვისაც კი
სურნელი: წიწვოვანი, ოდნავ მოტკბო, ნეიტრალური
გამოიყენება საშუალო / გრძელი ზომის წვერზე

წარმოგიდგენთ მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდის, Reuzel-ის ახალი სურნელით ბალზამს. წვერის მოვლის იდეალური კომბინაციისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული დასაბანი საშუალება, შემდგომ კი დამარბილებელი. ბალზამი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც საშუალო ან გრძელი ზომის, უხეში და ხვეული წვერი აქვთ.

საწყისი ეტაპისთვის, მოკლე ზომის წვერზე, რა თქმა უნდა ჩვენს წვერის ზეთებს ვერაფერი შეედრება, მაგრამ თუ წვერი უკვე საშუალო ზომისაა, ზეთისგან განსხვავებით ბალზამი უპირატესობაშია, ვინაიდან აქვს მცირე ფიქსაციის უნარიც, რაც დაგეხმარებათ ხვეული და უხეში წვერის უფრო კარგად დარბილებასა და დამორჩილებაში🧔

ბალზამის გამოყენების შემდგომ ძალიან ეფექტურია წვერის ჯაგრისის მოხმარება, რათა ერთიან ფორმაზე დალაგდეს წვერი. ახალი ბალზამი ფუნქციურად თითქმის იდენტურია, ჩვენთან წარმოდგენილი სხვა ბალზამების, ძირითადი განსხვავებაა მხოლოდ სურნელში, ახალ ბალზამს აქვს ძალიან სასიამოვნო წიწვოვანი, ოდნავ მოტკბო, ნეიტრალური სურნელი. შემადგენლობაში ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არგანის ზეთია, რაც მაქსიმალურად ხელს უწყობს წვერს, ჯანსაღად ზრდა/გახშირებაში 🧡

როგორ ხდება წვერის ბალზამის გამოყენება?

წვერის ბალზამის მოხმარება ხდება მშრალ წვერზე. ამოიღეთ დაახლოებით საჩვენებელი თითის ფრჩხილის ნახევარი ან დამფარავი მოცულობა, გადაინაწილეთ ორივე ხელის გულზე და ერთმანეთზე ხახუნის მეშვეობით სრულად გაალღვეთ ბალზამი, შემდეგ კი ერთიანად შეიზილეთ წვერში, ისე რომ პროდუქტმა კანამდე ჩააღწიოს (უკეთესი გამაჯანსაღებელი და დამარბილებელი ეფექტის მისაღებად). შემდეგ კი სავარცხლით ან წვერის ჯაგრისით გაისწორეთ წვერი რათა ერთიან და ლამაზ ფორმაზე დადგეს. ვინაიდან პროდუქტი 100% ნატურალურია, მისი მოხმარება დღეში რამდენჯერმეც შეგიძლიათ.

ნებისმიერი წვერის მოვლის საშუალების მოხმარებისთვის იდეალური დრო: დილით, ცხელი შხაპის შემდეგ, როდესაც წვერს შეიმშრალებთ.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა