Reuzel გრუმინგ ტონიკი თმის ფიქსაციისთვის

23.9560.95

თმის ფიქსატორი გრუმინ ტონიკი - Beard.ge
Reuzel გრუმინგ ტონიკი თმის ფიქსაციისთვის

რა არის გრუმინგ ტონიკი?🙄
გრუმინგ ტონიკი სითხეა, რომელსაც აქვს მცირე ფიქსაციის უნარი და საშუალო ბზინვარება (დამზადებულია წყლის ბაზაზე) 💦

თმას მატებს მოცულობას
ატენიანებს და აჯანსაღებს
აუმჯობესებს თმის სტრუქტურას 
იცავს თმის ბოლოებს დაზიანებისაგან
ფიქსაციის ხარჯზე ხდის უფრო მართვადს
განსაკუთრებით ეფექტურია თხელი თმისთვის

გრუმინგ ტონიკი იდეალური პროდუქტია იმ ადამიანებისთვის ვისაც ცვილის გამოყენება არ სურს. შემადგენლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად მცირდება შანსი თმის ღეროების დაწვის, ასე რომ, სწორედ მათთვისაა, ვინც თმის უთოს ან ფენს ხშირად იყენებს. ზოგადად, გრუმინგ ტონიკებს ყველაზე აქტიურად იყენებენ სადალაქოებში, თმის შეჭრამდე გამოსაყენებლად, მოხმარების შემდეგ ბევრად უფრო მოხერხებულია ნებისმიერი სამუშაო, ეს იქნება თმის შეჭრა, მცირე შესწორება თუ უბრალოდ თმის სტილის შეცვლა, ვინაიდან თმა მორჩილი ხდება და ფენით გაშრობის შემდგომაც ბუნებრივ ვიზუალს ინარჩუნებს (არ ფუვდება).
რა თქმა უნდა რუზელის სხვა პროდუქტების მსგავსად, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება თმისათვის. იმ შემთხვევაში თუ შედარებით მაღალი ბზინვარება გსურთ, უნდა გამოიყენოთ ტენიან თმაზე. მისი გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია ნებისმიერ თმის ცვილთან ერთად. 🧡

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა