Reuzel თმის და სკალპის ზეთი

79.95₾

REUZEL Hair & Scalp Serum – არის თმისა და თავის კანის მოვლის მსუბუქი, სწრაფად შეწოვადი ზეთი (შრატი), რომელიც შექმნილია თმის უფრო ხშირი, სქელი და ძლიერი იერის მხარდასაჭერად. შრატი ხელს უწყობს თვალსაჩინო ცვენის შემცირებას, თავის კანის დამშვიდებასა და მისთვის უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია თმის ზრდის მხარდასაჭერად.

  • აჯანსაღებს და ამშვიდებს თავის კანს
  • ეხმარება თვალსაჩინო ცვენის შემცირებაში
  • ატენიანებს, ამშვიდებს და აბალანსებს თავის კანს
  • მსუბუქია, სწრაფად შეიწოვება და ჩამობანა არ სჭირდება
  • პიტნისა და ევკალიპტის გამაგრილებელი ეფექტით
  • გამოიყენება ყოველდღიურად თმასა და თავის კანზე
  • გამოიყენება წვერის მეჩხერ ადგილებზეც

პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მსუბუქი ფორმულაა, შრატი სწრაფად შეიწოვება, არ საჭიროებს ჩამობანას და განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ამავდროულად ხელს უწყობს თავის კანის ბალანსის, დატენიანებისა და კომფორტის შენარჩუნებას. განსაკუთრებით სასიამოვნოა პიტნისა და ევკალიპტის გამაგრილებელი ეფექტი, რომელიც გამოყენების შემდეგ თავის კანზე ტოვებს სისუფთავის, სიგრილისა და სიმსუბუქის შეგრძნებას.

გამოყენება თმაზე
  • თმა გაყავით რამდენიმე ნაწილად ისე, რომ თავის კანი გამოჩნდეს. საწვეთურის საშუალებით შრატი დაიტანეთ უშუალოდ თავის კანზე, გაყოფილი თმის ხაზების გასწვრივ.
  • შემდეგ თითის წვერებით ნაზად შეიზილეთ თავის კანში 30–60 წამის განმავლობაში.
  • პროდუქტი დატოვეთ თმასა და თავის კანზე, ჩამობანა საჭირო არ არის.
  • საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენეთ ყოველდღიურად.
  • დამატებითი გამაგრილებელი და გამომაფხიზლებელი ეფექტისთვის REUZEL რეკომენდაციას უწევს შრატის დილით გამოყენებას.

გამოყენება წვერზე
შრატის გამოყენება შესაძლებელია ასევე წვერის მეჩხერ მონაკვეთებზე. დაიტანეთ მცირე რაოდენობა უშუალოდ სასურველ ადგილას და ნაზად შეიზილეთ კანში. რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს წვერის უფრო ხშირი და მკვრივი იერის შექმნას.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა

Reuzel Hair & Scalp Serum - თმის ზეთი - Beard.ge
Reuzel თმის და სკალპის ზეთი