სანდალის ხის სავარცხელი წვერისთვის

24.95

წვერის სავარცხელი ლამაზი შეფუთვით - Beard.ge
სანდალის ხის სავარცხელი წვერისთვის

24.95

სანდალის ნატურალური ხისგან დამზადებული წვერის სავარცხელი არის ერთ-ერთი საუკეთესო და კომფორტული სავარცხელი რაც შეიძლება რომ ინატროს წვერ-ულვაშა მამაკაცმა. 🙂 სავარცხელს ორივე მხარეს გააჩნია ვიწრო და შედარებით განიერი დაშორების მქონე კბილები, შესაბამისად არ არსებობს წვერის სიგრძე, სიხშირე თუ ფორმა რისი დავარცხნა, დამასაჟება და ფორმის გამოყვანაც ამ სავარცხლის გამოყენებით შეუძლებელია.

სავარცხლის მთავარი დანიშნულება მხოლოდ წვერის ვარცხნა და ფორმის გამოყვანა არ არის, მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისგან შეძენილ სიამოვნებაში წარმოადგენს 🙂 თითოეული სავარცხლის კბილი დამუშავებულია და გაპრიალებული რათა კანთან და წვერთან შეხებისას დამასაჟება და სასიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს მომხმარებელში. ვარცხნის პროცესი იმდენად სასიამოვნო ხდება, რომ თავს ვეღარ შეიკავებთ მოულოდნელად სავარცხლის ჯიბიდან ამოღებისგან და ულვაშის თუ წვერის ჩამოვარცხნისგან და ამ პროცესისგან მიღებული სიამოვნებით დატკბობისგან.

ზომა: 9.5 სმ x 5.5 სმ

საინტერესო ფაქტი სანდალის ხეზე:
საუკუნეების მანძილზე, ინდოეთში და ანტიკურ ეგვიპტეში სანდალის ხის დაწვა გამოიყენებოდა რელიგიურ რიტუალებში შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად და დეპრესიისგან განსაკურნებლად. #აწვავანდალისისავარცხელს #InBeardWeTrust

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა