შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.
🛵 მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში იმავე დღეს, რეგიონებში 3 სამუშაო დღეში
32.95₾
Proraso-ს საპარსი კრემი წითელი ხაზიდან, რაც ნიშნავს რომ იგი გამოიყენება სქელ, გაუხეშებულ წვერზე, აქვს დამატენიანებელი და აღმდგენი ეფექტი. რაც შეეხება სურნელს, წითელი ხაზის საპარს კრემს გააჩნია სანდალის ხის სასიამოვნო სურნელი. კრემი განსხვავებით საპარსი ქაფებისა არის პროფესიონალური საპარსი/წვერის შესწორების საშუალება. მისი გამოყენებით თქვენ ძალიან საინტერესო და ნამდვილად დაუვიწყარ წვერის შესწორებს/პარსვის გამოცდილებას მიიღებთ, ვინაიდან ხარისხი ნამდვილად ყველაფერს იტყვის. 😎
Proraso 1908 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია
პრორაზოს საპარსი კრემის გამოყენება უმჯობესია ასაქაფებელ ფუნჯთან ერთად, მაგრამ რა თქმა უნდა შიშველი თითებითაც არის შესაძლებელი ხარისხიან პარსვას/შესწორებას მიაღწიოთ. 1 პარსვაზე საჭიროა კრემის დაახლოებით 1 სმ დიამეტრის მქონე მოცულობა მოათავსოთ ასაქაფებელ ფუნჯზე ან თითზე, წყლით დაატენიანოთ კრემი და შემდეგ უკვე დაიწყოთ აქაფება. 150 მლ. საპარსი კრემი დაახლოებით 100-120 გაპარსვამდეა საკმარისი. რაც მთავარია, თუკი აქამდე თქვენ ყოველდღე ან 2 დღეში ერთხელ გიწევდათ პარსვა, ხარისხიანი პარსვის შემთხვევაში ინტერვალი იზრდება. არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონს ან მინერალურ ზეთებს. არის ვეგანური. დამზადებულია ფლორენციაში, იტალია.
იდეალურად გაიპარსავთ ცხელი შხაპის შემდეგ (როდესაც სახის კანი/წვერი არაჩვეულებრივად დატენიანებულია და დარბილებული) ან ასევე სახეზე თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცის დაფენის შემდეგ (დაიფინეთ სახეზე თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცი, გაიჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში 2-3 წ. და მიიღებთ სახეზე ცხელი შხაპის შემდგომ ეფექტს).
პარსვამდე გამოსაყენებელი კრემი მეტი სირბილისთვის, წვერის ღეროების გასასწორებლად და ჩაბრუნებული წვერის გასასწორებლად. კრემი მოამზადებს სახის კანს/წვერს იდეალურად პარსვისთვის (ამ პროდუქტით სერვისს მეტწილად უცხოეთში მოღვაწე სახელგანთქმული სადალაქოები სთავაზობენ).
გამოიყენეთ საპარსი კრემი ან საპარსი საპონი, ასაქაფებელ ფუნჯთან და სამართებელთან ან ხარისხიან საპარსთან ერთად.
ორივე მათგანს გააჩნია უპირატესობები და სუსტი მხარეები, მაგალითად Proraso-ს საპარსი კრემის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პროფესიონალურ პარსვას, ისეთს როგორსაც მსოფლიოს საუკეთესო სადალაქოში მიიღებდით. იგულისხმება ფაფუკი, ნაზი და დეტალური პარსვა, კანის ზედაპირთან მაქსიმალურად მიახლოებული. მაგრამ ვინაიდან კრემი მეტწილად გამოიყენება ასაქაფებელ ფუნჯთან ერთად, ამიტომ პარსვის პროცესს როგორც წესი ოდნავ უფრო მეტი დრო ეთმობა, ხოლო დღევანდელ დღეს კი როდესაც დროის პრობლემა არსებობს, ამიტომ საკმაოდ ბევრი ქაფს ანიჭებს უპირატესობას.
საპარსი ქაფი რა თქმა უნდა იმდენად იდეალურ პარსვას ვერ გპირდებათ როგორც კრემი, მაგრამ ეს პარსვა ნამდივლად იდეალური იქნება სხვა ნებისმიერი ბრენდის, ნებისმიერი ტიპის საპარს პროდუქციასთან შედარებით, ვინაიდან ჩვენ ხომ პლანეტის #1 საპარსი საშუალებების ბრენდზე ვსაუბრობთ 🙂 ამასთანავე, ქაფი საკმაოდ ბევრ დროს დაგაზოგინებთ, აღარ არის საჭირო ასაქაფებელი ფუნჯი, დააჭერთ ღილაკს და ქაფი უკვე ხელის გულზეა მოთავსებული.
საპარსი საპონიც მსგავსად საპარსი კრემისა გაძლევთ უმაღლესი ხარისხის პარსვის საშუალებას, მაგრამ რა თქმა უნდა ქაფს კვლავ უპირატესობა ეძლევა დროის მხრივ ამ პროდუქტთან შედარებით. აქვს უძველესი ისტორია და უამრავი მომხმარებელი ჰყავს ვინც მხოლოდ და მხოლოდ ასაქაფებელი საპნით იპარსავენ. საპნით რეალურად შესაძლებელია ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ქაფის შექმნა, მაგრამ თუკი კრემის გამოყენება თუნდაც შიშველი თითებით არის შესაძლებელი, საპნის შემთხვევაში ფუნჯი აუცილებლად დაგჭირდებათ რათა ის ქაფი მიიღოთ რა ხარისხის ქაფითაც რეალურად საჭიროა პარსვა/შესწორებისთვის.
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️ #წვერისმოშვებისდროა
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.