შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.
🛵 მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში იმავე დღეს, რეგიონებში 3 სამუშაო დღეში
32.95₾
Proraso-ს საპარსი კრემი თეთრი ხაზიდან, რაც ნიშნავს გათვლილია მგრძნობიარე კანისთვის, აქვს დამატენიანებელი ეფექტი და მაქსიმალურად იცავს კანს გაღიზიანებისგან. ზოგადად, საპარსი კრემი საპარსი ქაფებისგან განსხვავდება პარსვის ხარისხით, კრემი არის პროფესიონალური საპარსი საშუალება, ხოლო საპარსი ქაფით ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ გაპარასვა. ასე რომ, თუ გასაოცარი შედეგის მიიღება გსურთ, საპარსი კრემის გამოყენება ნამდვილად ღირს.
Proraso 1908 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია
საპარსი კრემის გამოყენება უმჯობესია ასაქაფებელ ფუნჯთან ერთად, მაგრამ რა თქმა უნდა თითებითაც არის შესაძლებელი ხარისხიანი პარსვა/შესწორება. ერთ პარსვაზე საჭიროა კრემის დაახლოებით 1 სმ დიამეტრის მქონე მოცულობა მოათავსოთ ასაქაფებელ ფუნჯზე ან თითზე, წყლით დაატენიანოთ კრემი და შემდეგ უკვე დაიწყოთ აქაფება. 150 მლ. საპარსი კრემი დაახლოებით 100-120 გაპარსვამდეა საკმარისი. რაც მთავარია, თუკი აქამდე თქვენ ყოველდღე ან 2 დღეში ერთხელ გიწევდათ პარსვა, ხარისხიანი პარსვის შემთხვევაში ინტერვალი იზრდება. არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონს ან მინერალურ ზეთებს. არის ვეგანური. დამზადებულია ფლორენციაში, იტალია.
იდეალურად გაიპარსავთ ცხელი შხაპის შემდეგ (როდესაც სახის კანი/წვერი არაჩვეულებრივად დატენიანებულია და დარბილებული) ან ასევე სახეზე თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცის დაფენის შემდეგ (დაიფინეთ სახეზე თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცი, გაიჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში 2-3 წ. და მიიღებთ სახეზე ცხელი შხაპის შემდგომ ეფექტს).
პარსვამდე გამოსაყენებელი კრემი მეტი სირბილისთვის, წვერის ღეროების გასასწორებლად და ჩაბრუნებული წვერის გასასწორებლად. კრემი მოამზადებს სახის კანს/წვერს იდეალურად პარსვისთვის (ამ პროდუქტით სერვისს მეტწილად უცხოეთში მოღვაწე სახელგანთქმული სადალაქოები სთავაზობენ).
გამოიყენეთ საპარსი კრემი ან საპარსი საპონი, ასაქაფებელ ფუნჯთან და სამართებელთან ან ხარისხიან საპარსთან ერთად.
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️ #წვერისმოშვებისდროა
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.