| აირჩიე სამართებლის ფერი: | შავი, ქრომირებული |
|---|
🛵 იმავე დღეს მიწოდება თბილისში, რეგიონებში 3 სამუშაო დღე
82.95₾
Parker-ის პირველი იაპონური სტილის სამართებელი. იდეალური არჩევანია, როგორც პროფესიონალი ბარბერებისთვის, ასევე კლასიკური გაპარსვის ენთუზიასტებისთვის. Parker მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია სამართებლების მიმართულებით, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ბარბერშოპებსა და საპარს სალონებში.
Parker Director ეფუძნება ტრადიციულ იაპონურ დიზაინს, რომელიც გამოირჩევა არა-კეცვადი კონსტრუქციით. ფიქსირებული პირის კუთხე უზრუნველყოფს კანთან მუდმივ და ზუსტ კონტაქტს, რაც ზრდის გაპარსვის სიზუსტეს. გაშლილი ფორმა ამარტივებს მუშაობის პროცესს და არ საჭიროებს გაპარსვისას სამართებლის რეგულირებას. პროფესიონალებისთვის ეს ნიშნავს სწრაფ და სტაბილურ შედეგს, ხოლო მომხმარებლებისთვის ავთენტურ საპარს გამოცდილებას.
პროფესიონალური ინსტრუმენტისთვის გამძლეობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, Parker Director ამ მხრივ სრულად ამართლებს მოლოდინს. უჟანგავი ფოლადის მასალა უზრუნველყოფს ჟანგისა და კოროზიისადმი მაღალ გამძლეობას, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სამართებლის სიცოცხლის ციკლს. ასევე იდეალურად დაბალანსებული წონა საშუალებას აძლევს სამართებელს თავისუფლად და მინიმალური ზეწოლით სრიალებდეს კანზე.
Parker Director შექმნილია მაქსიმალური კომფორტისთვის. სამართებელი იყენებს ნებისმიერი სტანდარტული ორმხრივი ბრიტვის ნახევარს, რომელიც მარტივად თავსდება სამართებლის თავში. არ არის საჭირო გალესვა ან დამატებითი მოვლა, ყოველთვის მზად ხართ ბასრი და ჰიგიენური პირით სამუშაოდ.
Parker 1973 წელს დაარსებული ბრენდია
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️ #წვერისმოშვებისდროა
82.95₾
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.