Proraso საპარსი კრემი 10მლ (მწვანე, გამაგრილებელი)

6.95

წარმოგიდგენთ Proraso-ს ყველაზე ცნობილ პროდუქტს, რამაც კომპანიას სული ჩაბერა, ხოლო მისი კლასიკური სურნელი (გამაგრილებელი: ევკალიპტი და მენთოლი) კი გახდა პრორაზოს სავიზიტო ბარათი. კონკრეტულად ეს საპარსი კრემი (მწვანე, გამაგრილებელი) განკუთვნილია ნებისმიერი კანის ტიპისთვის. კრემი განსხვავებით საპარსი ქაფებისა არის პროფესიონალური საპარსი/წვერის შესწორების საშუალება. მისი გამოყენებით თქვენ ძალიან საინტერესო და ნამდვილად დაუვიწყარ პარსვის/წვერის შესწორების გამოცდილებას მიიღებთ, ვინაიდან ხარისხი ნამდვილად ყველაფერს იტყვის და გაჩვენებთ. 😎

Proraso 1908 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია

პრორაზოს საპარსი კრემის გამოყენება უმჯობესია ასაქაფებელ ფუნჯთან ერთად, მაგრამ რა თქმა უნდა შიშველი თითებითაც არის შესაძლებელი ხარისხიან პარსვა/შესწორებას მიაღწიოთ. 1 პარსვაზე საჭიროა კრემის დაახლოებით 1 სმ დიამეტრის მქონე მოცულობა მოათავსოთ ასაქაფებელ ფუნჯზე ან თითზე, წყლით დაატენიანოთ კრემი და შემდეგ უკვე დაიწყოთ აქაფება. 10 მლ. საპარსი კრემი დაახლოებით 7-დან 12 გაპარსვამდეა საკმარისი. რაც მთავარია, თუკი აქამდე თქვენ ყოველდღე ან 2 დღეში ერთხელ გიწევდათ პარსვა, ხარისხიანი პარსვის შემთხვევაში ინტერვალი იზრდება. არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონს ან მინერალურ ზეთებს. არის ვეგანური. დამზადებულია ფლორენციაში, იტალია.

რა არის იდეალური პარსვისთვის საჭირო?

  1. იდეალურად გაიპარსავთ ცხელი შხაპის შემდეგ (როდესაც სახის კანი/წვერი არაჩვეულებრივად დატენიანებულია და დარბილებული) ან ასევე სახეზე თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცის დაფენის შემდეგ (დაიფინეთ სახეზე თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცი, გაიჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში 2-3 წ. და მიიღებთ სახეზე ცხელი შხაპის შემდგომ ეფექტს).

  2. რეკომენდირებულია პარსვამდე გამოსაყენებელი კრემი მეტი სირბილისთვის, წვერის ღეროების გასასწორებლად და ჩაბრუნებული წვერის გასასწორებლად. კრემი მოამზადებს სახის კანს/წვერს იდეალურად პარსვისთვის (ამ პროდუქტით სერვისს მეტწილად უცხოეთში მოღვაწე სახელგანთქმული სადალაქოები სთავაზობენ).

  3. გამოიყენეთ საპარსი კრემი ან საპარსი საპონი, ასაქაფებელ ფუნჯთან და სამართებელთან ან ხარისხიან საპარსთან ერთად.

  4. პარსვის შემდგომი ლოსიონი ან პარსვის შემდგომი ბალზამი.

მთავარი სხვაობა საპარს კრემსა და ქაფს შორის

ორივე მათგანს გააჩნია უპირატესობები და სუსტი მხარეები, მაგალითად Proraso-ს საპარსი კრემის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პროფესიონალურ პარსვას, ისეთს როგორსაც მსოფლიოს საუკეთესო სადალაქოში მიიღებდით. იგულისხმება ფაფუკი, ნაზი და დეტალური პარსვა, კანის ზედაპირთან მაქსიმალურად მიახლოებული. მაგრამ ვინაიდან კრემი მეტწილად გამოიყენება ასაქაფებელ ფუნჯთან ერთად, ამიტომ პარსვის პროცესს როგორც წესი ოდნავ უფრო მეტი დრო ეთმობა, ხოლო დღევანდელ დღეს კი როდესაც დროის პრობლემა არსებობს, ამიტომ საკმაოდ ბევრი ქაფს ანიჭებს უპირატესობას.

საპარსი ქაფი რა თქმა უნდა იმდენად იდეალურ პარსვას ვერ გპირდებათ როგორც კრემი, მაგრამ ეს პარსვა ნამდივლად იდეალური იქნება სხვა ნებისმიერი ბრენდის, ნებისმიერი ტიპის საპარს პროდუქციასთან შედარებით, ვინაიდან ჩვენ ხომ პლანეტის #1 საპარსი საშუალებების ბრენდზე ვსაუბრობთ 🙂 ამასთანავე, ქაფი საკმაოდ ბევრ დროს დაგაზოგინებთ, აღარ არის საჭირო ასაქაფებელი ფუნჯი, დააჭერთ ღილაკს და ქაფი უკვე ხელის გულზეა მოთავსებული.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა