საპარსი საპონი 150მლ + ასაქაფებელი ჯამი (მწვანე, გამაგრილებელი)

19.95

Proraso-ს კლასიკური საპარსი საპონი ასაქაფებელი ჯამით, წარმოადგენს ამ ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტს და პროფესიონალური პარსვის განუყრელ ნაწილს. პრორაზოს როგორც ყველა მწვანე ხაზის პროდუქტი, კონკრეტულად ეს საპონიც არის უნივერსალური, გამოიყენება ნებისმიერი კანის და წვერის ტიპზე, აქვს გამაგრილებელი მენთოლისა და ევკალიპტის სურნელი, ხოლო ქაფს რაც შეეხება კი მოხმარებისას წარმოიქმნება კრემის მსგავსი მდიდარი და სქელი ქაფი, რომელიც კანთან მაქსიმალურად მიახლოებულ, კანის დაუზიანებელ და ეფექტური პარსვის საშუალებას მოგცემთ.

მწვანე ხაზი: უნივერსალური, გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანზე და წვერზე

Proraso 1908 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია

კლასიკურ საპარს საპნებს უდიდესი ისტორია გააჩნიათ, ხოლო მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20-ის დასაწყისში იმხელა პოპულარობა მოიხვეჭა ამ პროდუქტმა, რომ ხარისხიანი პარსვა და საპარსი საპონი ერთმანეთის განუყრელი ნაწილი გახდა. არ არსებობდა მამაკაცი ვინც საპარს საპონს არ მოიხმარდა, მაგრამ ეს მხოლოდ პარსვა არ იყო, საპარსი საპნებით წვერის შესწორება და პარსვა გახდა არა რუტინის ნაწილი, არამედ საინტერესო და სასიამოვნო რიტუალი, პროფესიონალურ დონეზე გამოყენება და ერთმანეთთან პაექრობა თუ ვინ უფრო ეფექტურად შეისწორებდა წვერის ფორმას, ვინ შექმნიდა უფრო სქელი ქაფის ფენას და ა.შ.

კლასიკური საპარსი საპონი გამოიყენბა ასაქაფებელ ფუნჯთან ერთად, სწორედ ფუნჯის მეშვეობით ხდება საპნის აქაფება.

ფუნჯის აქაფება & წვერის შესწორება/პარსვა – “მშრალი მეთოდით”

არსებობს აქაფების 2 მეთოდი, მშრალი და სველი. მშრალი მეთოდი ბევრად პრაქტიკულია ვინაიდან ჯამში და ფუნჯზე წარმოიქმნება შედარებით უფრო სქელი ქაფის ფენა, მოცულობით კი იმდენი რომ ჯამიდან არ გადმოდის და ნაკლებ წმენდას საჭიროებს, ხოლო “სველი” მეთოდით აქაფებისას კი მარტივად წარმოიქმნება ქაფი, მაგრამ მოცულობის გაკონტროლება ოდნავ უფრო რთულია და როგორც წესი უამრავი ქაფი წარმოიქმნება ხოლმე.

1⃣ასაქაფებელი ფუნჯი ჩაყავით წყლის ჯამში ან ონკანის ქვეშ კარგად დაასველეთ, შემდეგ კი ხელის გულში მოათავსეთ და ძლიერად გაწურეთ, რათა წყალი გამოიდევნოს მაგრამ სრულად დატენიანებული იყოს.
2⃣დაასხით რამდენიმე წვეთი (10-15 წვეთი) წყალი კლასიკურ საპარს საპონს თავისივე ჯამშივე ზემოდან
3⃣დაიბანეთ სახე გრილი წყლით, ამით დატენიანდება სახე და უკეთესი ქაფის შექმნა იქნება შესაძლებელი.
4⃣მოიმარჯვეთ ფუნჯი და რკალისებურად (წრიულად) უსვით საპონს 2 წუთის განმავლობაში, ხახუნი და დატენიანებული ფუნჯი გამოიწვევს საპნის აქაფებას.
5⃣გაითვალისწინეთ, ქაფი შეიქმნება დაახლოებით 15 წამში, მაგრამ ის ხარისხი არ იქნება რითაც ხარისხიან წვერის შესწორება/პარსვას მიიღებთ, ქაფი უნდა გახდეს კრემის მსგავსი, შედარებით სქელი.
6⃣წასივით სახეზე ფუნჯი წრიული მოძრაობით და კვლავ 2 წუთის განმავლობაში არ შეაჩეროთ წასმის პროცესი, რათა ხარისხიანი ქაფი წარმოიქმნას სახეზე. თუკი უხარისხო ქაფი შეიქმნა, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაქრობას დაიწყებს.
7⃣წვერის შესწორება/პარსვის პროცესის შუალედში რამდენიმე წვეთი წყალი (5-10 წვეთი) დააპკურეთ აქაფებულ ფუნჯს რათა ხელახლა წასმის შემთხვევაში კვლავ კრემივით ქაფი წარმოიქმნას.

ფუნჯის აქაფება & წვერის შესწორება/პარსვა – “სველი მეთოდით”

სველი მეთოდის შემთხვევაში, როდესაც ფუნჯს დაასველებთ, არ არის საჭირო იმდენად ძლიერად გაწურვა, პირიქით ნაზად გაწურეთ ისე რომ სისველე უფრო მეტად შეინარჩუნოს, ამას მარტივად მიხვდებით, ფუნჯი გაჯერებული უნდა იყოს წყლით და წყალი ფუნჯიდან ძირს უნდა წვეთავდეს. შემდეგ უფრო მეტი წყალი დაასხით საპონს, (20-30 წვეთი) და დამატებით აქაფებულ ფუნჯსაც წყლის წვეთები დაასხით, ამით შეიქმნება დიდი მოცულობის ქაფი, შემდეგ კი სახეზე წასმისას იგივე პროცესი გაიმეორეთ (არ დაგავიწყდეთ აქაფებული ფუნჯი ორივე მეთოდის შემთხვევაში წყლით დასველებულ სახეზე უნდა წაისვათ).

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა