თმის ცვილი მაღალი ფიქსაციით – Lockhart’s Goon Grease (120 გრ.)

39.95

დროებით
არ არის გაყიდვაში

უამრავი მომხმარებელი გვთხოვდა შამპუნის გარდა სხვა მამაკაცის თმის მოვლის საშუალებებიც რომ დაგვემატებინა ჩვენს პროდუქციაში და როგორც იქნა დადგა დრო, როდესაც დიდი სიამაყით წარმოგიდგენთ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო თმის ცვილს ამერიკული წამყვანი ბრენდის, Lockhart’s Authentic Grooming Co.-ს მიერ წარმოებულს.

დამზადებულია მიჩიგანში, აშშ!

Lockhart’s საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს თმის ცვილების, მაგრამ კონკრეტულად ეს პროდუქტი “Goon Grease” ამ ბრენდის ყველაზე პოპულარული ნაწარმია, რომელიც დამზადებულია არა წყალზე არამედ ნატურალური ზეთების მიქსით, შესაბამისად გარდა ფიქსაციისა მას გამაჯანსაღებელი ეფექტებიც გააჩნია.

სურნელი: იმდენად სასიამოვნო სურნელი აქვს პროდუქტს რომ ვერცერთ სხვა მსგავს პროდუქტს ვერ შევადარეთ, ზოგიერთ ჩვენს თანამშრომელს გასინჯვის სურვილიც კი გაუჩნდა 😀 ცოცხალი, ოდნავ გრილი ციტრუსების მიქსი დამატებული კიტრის სურნელი და საბოლოოდ მაინც იმდენად რთულია გადმოცემა ამ მდიდარი და უზომოდ სასიამოვნო სურნელის, რომ ერთადერთი ის დაგვრჩენია გირჩიოთ ჩვენს ნებისმიერ სტენდთან ადგილზე მისვლა და მოსინჯვა 🙂

ჩვენს თმის პომადას (იგივე თმის ცვილი) გააჩნია სველი თმის ეფექტი, ეს იმას ნიშნავს რომ როდესაც თმაზე წაისვამთ, სიბზინვარე მოიმატებს და თმა ბევრად ჯანსაღი და ლამაზი ვიზუალის გახდება, გარდა ამისა პროდუქტი გამოირჩევა სუპერ ძლიერი ფიქსაციით და განსხვავებით სხვა ბრენდების მაღალი ფიქსაციის ცვილებისა, იგი საერთოდ არ ახმობს და აუხეშებს თმას, პირიქით არბილებს და ამავდროულად იჭერს თმის სტილს 48 საათის განმავლობაში. დიახ არ მოგესმათ, არა მთელი დღის არამედ მთელი დღეების მანძილზე შესაძლებელია თმის ვარცხნილობის შენარჩუნება ჩვენი ახალი ცვილის მეშვეობით და თუკი რომელიმე ფილმის ვარსკვლავი მოგწონებიათ საოცარი ვარცხნილობით და აქამდე შეუძლებელი იყო ამის მიღწევა, Lockhart’s Goon Grease სწორედ ამისთვისაა ჩვენს პროდუქციაში 🙂

თმაზე რომელი ეფქტი გსურთ, სველი, მბზინვარე თუ მატი?

ზოგადად ეს პროდუქტი თმაზე წასმისას ოდნავ სველი თმის ეფექტს აძლევს, რა თქმა უნდა რა დროს გადის უფრო და უფრო მცირდება ეს ეფექტი, მაგრამ თუკი საერთოდ არ გსურთ რომ სველი ეფექტი ჰქონდეს თმას, ამ შემთხვევაში 2 გზაა ამ მიზნის მისაღწევად:

  1. მცირე მოცულობის წასმა (რეალურად საკმაოდ მცირე მოცულობაა საჭირო რომ თმა დაიჭიროს მთელი დღის მანძილზე, მაგრამ პირველ დღეებში როგორც ყველას ალბათ თქვენც ოდნავ მეტი დაგეხარჯებათ, იმდენად აღფრთოვანდებით მისი ეფექტით რომ უფრო და უფრო მეტის წასმა მოგინდებათ 😀 )
  2. მეორე გზა მატი ეფექტის მისაღწევად: წაისვით როგორც გარედან თმაზე ასე ძირებში, კარგად შეიზილეთ მთელ თმაზე, ხოლო შემდეგ კი 2-3 წუთში წყლით ჩამოიბანეთ (შამპუნის გარეშე). როდესაც ჩამოიბანთ შეიმშრალეთ თმა ან ფენის გამოყენებით ან პირსახოცით და უკვე მშრალი თმა სავარცხლით გადაიწიეთ, წყლით ჩამობანილ თმას შენარჩუნებული ექნება ფიქსაცია და ამავდროულად სიპრიალე სრულად გაუქრება.

შენახვის პირობები: არ დატოვოთ ცვილი თავმოხდილი ან პირდაპირკავშირში მზის სხივთან. ჰაერთან დიდხნიანმა შეხებამ ან მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს ცვილის გაფუჭება. ცვილი გახსნიდან ვარგისია 1 წლის განმავლობაში.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა