ულვაშის ცვილი მენთოლის სურნელით (სუპერ ფიქსაცია) – 15გრ

18.95₾

  • ხანგრძლივი, 12+ საათიანი ფიქსაცია
  • 100% ბუნებრივი და ორგანული შემადგენლობა
  • ეფექტური ნებისმიერი ტიპის ულვაშზე
  • დამზადებულია საქართველოში
  • მენთოლის სურნელი, გამაგრილებელი

ულვაშის ცვილი არის პროდუქტი რომელსაც გააჩნია საოცრად ძლიერი ფიქსაცია, მისი დახმარებით შეძლებთ ულვაშის ნებისმიერ ფორმაზე დაყენებას, მაგალითად ზემოთ აწევას სალვადორ დალივით. ასევე “ულვაშის პრობლემის” გადაჭრას (დისკომფორტის როდესაც ულვაშის სიგრძიდან გამომდინარე ტუჩებს შორის მოხვდება ხოლმე, ან საკვების მიღებისას ისვრება).

ულვაშის ცვილის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ წვერის მოვლის სხვა საშუალებასთან ერთად. ულვაშის თანაბრად გადასავარცხნად და ფორმის დასაყენებლად ძალიან კომფორტულია Kent-ის მიერ სპეციალურად გამოშვებული ულვაშის ხელნაკეთი სავარცხელი Kent 81T.

100% ნატურალური, დამზადებულია საქართველოში!

მოხმარება:

  1. ფრჩხილის მეშვეობით ააფხიკეთ ცვილი, ძალიან მცირე ოდენობით ცვილი უკვე საკმარისია ძლიერი ფიქსაციის და სასურველი შედეგის მისაღებად.
  2. მოათავსეთ საჩვენებელ თითზე, მეორე საჩვენებელი თითის ხახუნის კარგად გაალღვეთ. დარწმუნდით, რომ ბოლომდე გალღვა ცვილი (თითზე 100% უნდა გაქრეს ცვილის კვალი).
  3. საჩვენებელი თითებით მიეცით ულვაშს სასურველი მიმართულება (დალის ულვაშების მისაღებად, საჩვენებელი და ცერა თითით კარგად დაიმუშავეთ ულვაში, მიეცით ფორმა და მიმართულება).
  4. გადაამოწმეთ შედეგი სარკესთან, იმ შემთხვევაში თუ შეამჩნევთ თეთრ პატარა წერტილებს, ეს ნიშნავს რომ მე-2 პუნქტის დრო ცვილი ბოლომდე არ გაალღვეთ. რამოდენიმეჯერ წაისვით თითი ზედაპირულად რომ ბოლომდე გალღვეს ცვილის ნარჩენები.

 

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა

ულვაშის ცვილი ძლიერი ფიქსაციით - Beard.ge
ულვაშის ცვილი მენთოლის სურნელით (სუპერ ფიქსაცია) – 15გრ
18.95₾