ულვაშის ცვილი სურნელის გარეშე (სუპერ ფიქსაცია) – 15გრ

18.95

ულვაშის ცვილი ულვაშის ფორმის მისაცემად - Beard.ge
ულვაშის ცვილი სურნელის გარეშე (სუპერ ფიქსაცია) – 15გრ

ულვაშის ცვილი არის პროდუქტი რისი მეშეობითაც თქვენ შეძლებთ ულვაშების ნებისმიერი ფორმაზე დაყენებას. სალვადორ დალის ულვაში?! – არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, დალისაც კი შეშურდებოდა ასეთი ფიქსაციით ცვილის 😀 რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი რომ მხოლოდ დალივით დაიყენოთ ულვაშები, ცვილი დაგეხმარებათ ულვაშების ტუჩებისგან დაშორებაში, ეს კი იმას ნიშნავს რომ საკვების მიღების დროს ის გაუსაძლისი დისკომფორტი რაც ულვაშებს მოსდევდა ხოლმე აღარ შეგაწუხებთ.

ულვაშის ცვილის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ წვერის მოვლის სხვა საშუალებასთან ერთად.
სურნელი: სურნელის გარეშე ულვაშის ცვილს აქვს ძალიან ნაზი ფუტკრის ცვილის სურნელი, რომელიც გამოყენებიდან რამოდენიმე წუთში აღარ იგრძნობა (არ შეიცავს ეთერზეთებს).

100% ნატურალური, დამზადებულია საქართველოში!

მოხმარება:

  1. ფრჩხილის მეშვეობით ააფხიკეთ ცვილი, ძალიან მცირე ოდენობით ცვილი უკვე საკმარისია ძლიერი ფიქსაციის და სასურველი შედეგის მისაღებად.
  2. მოათავსეთ საჩვენებელ თითზე, მეორე საჩვენებელ თითთან ხახუნით კარგად გაალღვეთ. დარწმუნდით, რომ ბოლომდე გალღვა ცვილი (თითზე 100% უნდა გაქრეს ცვილის კვალი).
  3. საჩვენებელი თითებით მიეცით ულვაშს სასურველი მიმართულება (დალის ულვაშების მისაღებად, საჩვენებელი და ცერა თითით კარგად დაიმუშავეთ ულვაში, მიეცით ფორმა და მიმართულება). ცვილის იდეალურად გადასანაწილებლად გამოიყენეთ სპეციალური ულვაშის სავარცხელი
  4. გადაამოწმეთ შედეგი სარკესთან, იმ შემთხვევაში თუ შეამჩნევთ თეთრ პატარა წერტილებს, ეს ნიშნავს რომ მე-2 პუნქტის დრო ცვილი ბოლომდე არ გაალღვეთ. რამოდენიმეჯერ წაისვით თითი ზედაპირულად რომ ბოლომდე გალღვეს ცვილის ნარჩენები.

ბალზამისგან და წვერის ცვილისგან განსხვავებით ულვაშის ცვილი ყველაზე ძლიერი ფიქსაციით გამოირჩევა.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა