რატომ არ იზრდება წვერი და როგორ დავაჩქაროთ მისი ზრდა?
სტატიაში განხილული იქნება წვერის ზრდასთან/გახშირებასთან კავშირში მყოფი ყველა ფაქტორი, ასევე საუბარი იქნება რჩევებზე თუ როგორ შევქმნათ იდეალური გარემო ჯანსაღი წვერის ზრდისთვის
უძველესი დროიდან წვერი ითვლებოდა მამაკაცური სიძლიერისა და ძალაუფლების სიმბოლოდ. სპორტსა და კინოში მრავლადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმისა და ზომის წვერის მქონე ცნობილი პიროვნებები. ყოველთვის იყვნენ წვერის ტარების მსურველი მამაკაცები, თუმცა დღეისათვის მთელს მსოფლიოში აღინიშნება „წვერის ბუმი“.
ეს არის ერთგვარი მოდა და დღევანდელი შეხედულებით წვერიანი მამაკაცი ქალთა გულების დამპყრობლადაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, გასაგებია მამაკაცების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წუხილი, ვისაც არ ამოსდით წვერი ან ვისაც წვერი ნელა ეზრდებათ ან ძალიან მეჩხერი აქვთ. ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ ამ ”პრობლემის” მიზეზები და კონკრეტული რჩევებით დაგეხმაროთ მათ მოგვარებაში.
1. გენეტიკა პირდაპირ კავშირშია წვერის სიხშირესა და წვერის ზრდასთან
მრავალი გარეგნული თვისება, ისეთი როგორიცაა კანის, თვალისა და თმის ფერი, სიმაღლე, სიმსუქნისადმი მიდრეკილება და ა.შ. ადამიანს გადაეცემა მემკვიდრეობით. გენეტიკა განაპირობებს ზოგიერთი დაავადების არსებობას ან მიდრეკილებას. არც თმიანობა წარმოადგენს გამონაკლისს. ალბათ ყველას შეუნიშნავს, რომ ზოგი გვარის წარმომადგენლები გამოირჩევიან ნაადრევი და უხვი თმიანობით, ხოლო სხვები დიდხანს ინარჩუნებენ თინეიჯერულ შეხედულებას და ვერავინ ხვდება მათ ნამდვილ ასაკს.
სწორედ ასეთი გენეტიკის მფლობელები წვალობენ, როდესაც უჩნდებათ წვერის ტარების სურვილი. თუ არ ამოგდით წვერი ან თქვენი სახის თმიანობა მეჩხერია, პირველ რიგში დააკვირდით მამა-პაპას და დაადგინეთ ხომ არ არის თქვენი „წუხილი“ განპირობებული გენეტიკით. გული არ გაიტეხოთ. ეს პრობლემა ნამდვილად მოგვარებადია, თუმცა მოითხოვს მოთმინებას.
კარგი ის არის, რომ თქვენი მწირი თმიანობა არ უკავშირდება ორგანიზმში რაიმე დარღვევას და დროთა განმავლობაში თავისით მოგვარდება. თქვენ მხოლოთ შეგიძლიათ ხელის შეწყობა იმ რჩევების გათვალისწინებით, რომლებზეც შემდგომ ვისაუბრებთ.
2. წვერის ზრდა კავშირშია ეროვნულ, ეთნიკურ წარმომავლობასთან
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები გამოირჩევიან განსხვავებული გარეგნობით და ეს სახის თმიანობასაც ეხება. ჩინელ მამაკაცებს 30 წლისათვისაც შესაძლოა ჯერ კიდევ არ ჰქონდეთ გამოხატული სახისა და სხეულის თმიანობა.
ჩრდილოეთის წარმომადგენლები, ვიკინგების წვერიან გარეგნობაზე წარმოდგენის მიუხედავად, გამოირჩევიან სახის მეჩხერი თმიანობით და ასაკთან შეფარდებით, წვერის ამოსვლის დაწყების გვიანი ვადებით. ამ მხრივ გაუმართლათ კავკასიელებს, რომლებიც უკვე 19-20 წლის ასაკში (შესაძლოა უფრო ადრეც) ამაყობენ წვერ-ულვაშით.
3. წვერის მოვლა და ჰიგიენა ჯანსაღი წვერისთვის
ცხადია, რომ წვერს ესაჭიროება სერიოზული მოვლა, რაც მდგომარეობს მის მუდმივ გასუფთავებაში და დატენიანებაში. იმ შემთხვევაში, თუ წვერის ქვეშ გამომშრალი კანი იქერცლება ან პირიქით, კანზე გროვდება ცხიმი, წვერის ზრდა ფერხდება. თუ გადაწყვეტილი გაქვთ წვერის ტარება, თავიდანვე უნდა ისწავლოთ მისი მოვლა:
- წვერი დღეში ორჯერ: დილა-საღამოს დაიბანეთ თბილი წყლით ან წვერის მოვლის ისეთი ბუნებრივი საშუალებებით, რომლებიც არ აღიზიანებენ კანს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას და შესაბამისად ოფლის გამოყოფას, ან ჭარბი ოფლიანობა სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, სახის დაბანა მოგიწევთ მეტჯერ. სასურველია გამოიყენოთ სპეციალური წვერის საპონი ან შამპუნი, რადგან წვერის თმა შედარებით უხეშია და მის დასაბანად არ გამოდგება თავის თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო კარგი ხარისხის იქნება წვერის მოვლის საშუალება, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ;
- კანი ყოველთვის განიცდის განახლებას. ტანის დაბანისას, ძველი კანი ღრუბლით გახეხვისას გვცილდება. სახის გაპარსვისას საპარსის მეშვეობით ხდება მისი ჩამოცილება. გასაგებია, რომ წვერის ქვეშ კანს აუცილებლად სჭირდება დახმარება, რათა არ დაიფაროს დაძველებული კანის ნარჩენებით, რაც გამოიწვევს დისკომფორტს, ქავილს და შეაფერხებს წვერის ზრდას. ამ მიზნით სასარგებლოა კანისთვის განკუთვნილი სკრაბის გამოყენება. წვერის ქვეშ კანი უნდა დაიფაროს სკრაბით და შემდეგ თითებით, შეზელვის მსგავსი მოძრაობებით გასუფთავდეს ძველი ნარჩენებისგან და განახლდეს. ასეთი პროცედურით არა მხოლოს სუფთავდება კანი, არამედ ღიზიანდება წვერის თმის ბოლქვები და წვერი უკეთ ამოსვლას იწყებს. წვერის ქვეშ კანის სკრაბით დამუშავება არ არის სასურველი მოხდეს ძალიან ხშირად; საკმარისია ამის გაკეთება კვირაში ერთხელ.
- წვერის დაბანის მერე ყოველთვის გამოიყენეთ დამატენიანებელი სპეციალური წვერის ზეთი. ამით თქვენ გააუმჯობესებთ წვერის თმის სტრუქტურას, წვერი უფრო რბილი და მორჩილი გახდება და გაჯანსაღებასთან ერთად, მოგეცემათ საშუალება შეუნარჩუნოთ თქვენთვის სასურველი ფორმა
4. სწორი კვება დაგეხმარებათ ჯანმრთელი წვერის ზრდაში
- ვიტამინი A (რეტინოლი) – ხელს უწყობს კანისა და თმის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას. მისი უკმარისობა იწვევს კანის სიმშრალეს, ქერტლს, თმის გამოფიტვას და სისუსტეს. თმა კარგავს ბზინვარებას, ჯანსაღ ელფერს და კარგად ვერ იზრდება. ვიტამინი A-ს ნაკლებობას არ განიცდის ორგანიზმი, თუ საკმარისი რაოდენობით ღებულობს მწვანე, ყვითელ და ნარინჯისფერ ბოსტნეულს და ხილს: სტაფილო, ბროკოლი, მწვანილი და მწვანე სალათები, ბულგარული წიწაკა, გოგრა, გარგარი, ავოკადო და ა.შ. აგრეთვე A – ვიტამინი უხვადაა კვერცხში, თევზში და ღვიძლში
- ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს დაავადებებისაგან, ხოლო ჯანმრთელ ორგანიზმში ყველა ორგანო ფუნქციონირებს ფიზიოლოგიურ ფარგლებში, არც კანი და არც თმაა გამონაკლისი. ასკორბინის მჟავა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რის გამოც უმჯობესდება თმის ბოლქვების საკვები ნივთიერებებით მომარაგება და თმა უკეთ იზრდება. C – ვიტამინს შეიცავს: კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, ასკილი, ლიმონი, ფორთოხალი, ქაცვი და სხვ.
- ვიტამინი E (ტოკოფეროლი) – აუმჯობესებს სისხლის ცირკულირებას, უზრუნველყოფს ორგანიზმში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას. E-ვიტამინს გააჩნია სასარგებლო ანტიოქსიდანტური მოქმეება, იცავს კანს ეკოლოგიურად გაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან, აჩქარებს დაზიანებული კანისა და თმის რეგენერაციულ პროცესს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან და ამ ყველაფრის გამო ანელებს კანის დაბერებას და აჩქარებს დაზიანებული სტრუქტურის აღდგენას. E-ვიტამინი, აგრეთვე ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ A-ვიტამინის ათვისებას. E-ვიტამინის ორგანიზმში უკმარისობისას თმა კარგავს ბზინვარებას, ხდება მტვრევადი, ეყოფა ბოლოები. E-ვიტამინს შეიცავს: ნიგოზი, ნუში, მზესუმზირა, ქაცვი, ასკილი, მცენარეული ზეთები, კერძოდ ზეითუნისა და განსაკუთრებით არგანის ზეთები.
- B-ჯგუფის ვიტამინები – თმის ზრდის აქტიური ხელშემწყობი ნივთიერებებია:
- ვიტამინი B1 (თიამინი) – მონაწილეობს კანისა და თმისათვის აუცილებელი ცილებისა და ცხიმების ცვლაში, რითიც ეხმარება თმის ამოსვლას და ზრდას. თიამინით მდიდარია ბურღულეული (განსაკუთრებიათ წიწიბურა), მწვანე ბოსტნეული და მწვანილი, ლუდის საფუარი, ხორცი, კვერცხი, ხაჭო.
- ვიტამინები B3 და B5 აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და სისხლის მიწოდებას თმის ბოლქვებამდე. ამ ვიტამინების შემცველობით გამოირჩევა ფრინველისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხის გული, ავოკადო, რძე და ბურღულეული.
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, მათ შორის ჰორმონების, ცილისა და ცხიმების. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კანის გამოშრობას, ქერტლს და თმის ცვენას. პირიდოქსინით მდიდარია ხორბლის ღივები, ნიგოზი, თხილი, ისპანახი, კარტოფილი, სტაფილო, პომიდორი და ავოკადო.
- ვიტამინი B7, იგივე ბიოტინი ან H-ვიტამინი – ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდის საქმეში. იგი აჩერებს თმის ცვენას, ხელს უწყობს თმის ამოსვლასა და ზრდის დაჩქარებას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ამაგრებს და ასქელებს თმას. აღსანიშნავია, რომ ბიოტინის შემცველი ხელოვნური ვიტამინების კომპლექსები ვერ ახდენენ ისეთ ეფექტს, როგორც ბიოტინით მდიდარი, ნატურალური საკვები პროდუქტები. ბიოტინი უხვადაა საფუარში, პომიდორში, ყვავილოვან კომბოსტოში, ისპანახში, სოიოში, კვერცხის გულში, სოკოში და ღვიძლში. ჩამოთვლილი პროდუქტების ხშირი მიღება უზრუნველყოფს თმის ბუნებრივ და ჯანსაღ ზრდას.
- ვიტამინი B9, ანუ ფოლიუმის მჟავა მოქმედებს თმის ძალაზე და სისქეზე. ამ ვიტამინით მდიდარია ბურღულეული, ნიგოზი, პარკოსნები, საფუარი, მწვანე ბოსტნეული და მწვანილი.
- ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ახდენს თმის უზრუნველყოფას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. B12 წყაროს წარმოადგენენ საქონლის ღვიძლი, საფუარი, რძის ნაწარმი, სოიო, კვერცხი, მწვანე ბოსტნეული და მწვანილი.
B – ჯგუფის ვიტამინებით ორგანიზმის უზრუნველყოფა ძირითადად ხორციელდება საჭმლის მონელების სისტემიდან და სისხლიდან. კოსმეტიკური საშუალებები: გელები, შამპუნები, ნიღბები, რომელთა შემადგენლობაშია B – ჯგუფის ვიტამინები, წარმოადგენენ მცირე დამხმარე საშულებებს, რადგან კანიდან მხოლოდ უმნიშვნელოდ ხდება აღნიშნული ვიტამინების ათვისება. ამიტომ ვისაც სურს ჰქონდეს ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი წვერი, აუცილებელია დიდი ყურადღება მიაქციოს კვების რაციონს.
- Zn – ცინკი მნიშვნელოვანია ორგანიზმში ბუნებრივი ტესტოსტერონის დონის შესანარჩუნებლად. ცინკი ხელს უწყობს ჯანსაღი სპერმის გამომუშავებას და სპერმატოზოიდების რაოდენობის მატებას. ორგანიზმში ცინკის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ტესტოსტერონის დონის დაქვეითება, ხოლო როგორც ერთ-ერთი შედეგი: თმის ცვენა და თმიანობის შემცირება. ცინკის სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100 მგ-ს. ცინკის შემცველობით გამოირჩევიან: ხამანწკები (ბუნებრივი აფროდიზიაკი), ღვიძლი, ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, ნიგოზი, მზესუმზირა. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში ექიმის მიერ ინიშნება ცინკის პრეპარატი, რომელიც იყიდება აფთიაქებში.
- C-ვიტამინი ხელს უწყობს კორტიზოლის დონის დაქვეითებას და ტესტოსტერონის მატებას. ისევე, როგორც ცინკი, C-ვიტამინი ამცირებს ორგანიზმში ფერმენტ არომატაზას, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის ესტროგენში. სასურველია უზრუნველყოფილი იქნეს ორგანიზმის მიერ C-ვიტამინის 1000-1500 მგ. ოდენობით ყოველდღიური მიღება.
- მამაკაცებისთვის სასარგებლოა ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეების: უმი კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ბოლოკის ხშირი მიღება, რადგან მათ შემადგენლობაში არის ნივთიერება – დიინდოლილმეტანი (DIM), რომელიც ორგანიზმს ეხმარება ზედმეტი ესტროგენის მოშორებაში და ტესტოსტერონის მატებაში.
- ხელოვნურად შექმნილი ზრდის ჰორმონები, პესტიციდები, სტეროიდები შეიცავენ კსენოესტროგენს, რომელიც წარმოადგენს სინთეთიკურ ნივთიერებას და თავისი მოქმედებით ბუნებრივი ესტროგენის მსგავსია. ანუ კსენოესტროგენის ორგანიზმში მოხვედრა ცვლის ჰორმონალურ ბალანსს ესტროგენის მატებისა და ტესტოსტერონის შემცირებისკენ. ამიტომ, ტესტოსტერონის კარგ დონეზე შესანარჩუნებლად საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის მიღება და თუ ამის საშუალება არ არის, საჭიროა კარგად გარეცხვა მაინც, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი კსენოესტროგენის ორგანიზმში მოხვედრა; სასურელია ვიცოდეთ, რომ ხორცი, რომელსაც მოვიხმართ არ არის გაჯერებული ჰორმონებით, რადგან სწორედ ამ გზით მიიღწევა ფერმერების მიერ საქონლისა და ფრინველის დიდი წონა.
კსენოესტროგენების დაგროვება ხდება სხეულის ცხიმებში, ამიტომ მათგან საუკეთესო თავდაცვაა ზედმეტი წონის მოშორება.
5. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს წვერის ზრდას
საინტერესოა, რომ ფიზიკური დატვირთვა პირდაპირ კავშირშია წვერის ზრდასთან. საქმე იმაშია, რომ ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმში იზრდება მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის გამომუშავება, რაც თავისთავად ხელს უწყობს წვერისა და ულვაშების ზრდას. ამასთანავე, ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) ნორმალურ დონეს, რის შედეგადაც უმჯობესდება კანისა და თმის ბოლქვების საკვები ნივთიერებებით მომარაგება და ხდება მათი სტრუქტურის გაუმჯობესება და თმის ზრდის დაჩქარება. თუნდაც მსუბუქი დილის გამამხნევებელი ვარჯიში და 3-5 კმ-იანი გასეირნება დააჩქარებს თმისა და კერძოდ, წვერის ზრდის პროცესს.
6. რაც შეიძლება ნაკლები სტრესი
დაძაბული, თანამედროვე ცხოვრების პირობებში რთულია წინ აღუდგე სტრესს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ სტრესი მნიშვნელოვნად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ხშირია სტრესის შემდგომი თმის ბუდობრივი ცვენა, ხოლო ნაკლებად თვალში საცემია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი თმის ზრდის შენელება.
ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაძაბვის შედეგად ითრგუნება ადამიანის იმუნური სისტემა, რაც თავისთავად აუარესებს ფიზიოლოგიური სისტემების ფუნქციონირებას და კერძოდ, ანელებს თმისა და წვერის ზრდის პროცესს.
როგორც წესი, განვიცდით უკვე მომხდარ უსიამოვნო ფაქტს, თუმცა ვეღარაფერს ვცვლით, ან ვნერვიულობთ იმის თაობაზე, რომ რაიმე უსიამოვნო ფაქტი არ მოხდეს და ამ შემთხვევაშიც ვერაფერს ვცვლით. თუ კარგად გავიაზრებთ ამ მარტივ მოცემულობას, იქნებ დავფიქრდეთ რამდენად ღირს უაზრო ნერვიულობა და ამის შედეგად ჯანმრთელობის შენჯღრევა.
ცნობილია, რომ სტრესთან გამკლავებაში კარგი დამხმარეა მედიტაცია ან იოგაა. შესაძლოა ყველამ ინდივიდუალურად შეირჩიოს სტრესთან ბრძოლის რაიმე საშუალება, მაგრამ რომელიმეს არჩევა ნამდვილად აუცილებელია იმისთვის, რომ შეძლოთ ჯანმრთელობის შენარჩუნება.
7. ჯანსაღი ძილი, ჯანსაღი წვერ-ულვაშისთვის
ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი წარმოადგენს ორგანიზმის ყველა ფუნქციის უზრუნველყოფის საკვანძო მომენტს და არც წვერის ზრდაა ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ძილის დროს ინტენსიურად ხდება უჯრედების განახლება და შესაბამისად ინტენსიურად იზრდება თმაც. ექიმების რეკომენდაციით ადამიანს უნდა ეძინოს არა ნაკლებ 8 საათისა და თუ ეს ვერ ხერხდება, შესაბამისად ითრგუნება უჯრედების განახლების პროცესი და ფერხდება თმისა და წვერის ზრდა.
წვერის ზრდის და გახშირების ხელშემწყობი ხალხური რეცეპტები:
- ევკალიპტის ზეთის ნიღაბი ხელს უწყობს წვერისა და ულვაშების ზრდას. ამისათვის საჭიროა წვერის ხშირი დატენიანება ევკალიპტის ზეთისა და წყლის ნაზავით პროპორციით 1/5, ანუ 1 წილი ევკალიპტის ზეთი და 5 წილი თბილი წყალი. ამ ხსნარში ასველებთ ბამბას და კარგად ატენიანებთ წვერს.
- აბუსალათინის (კასტორის) ზეთის (Oleum Ricini) ნიღაბი აგრეთვე სასარგებლოა წვერის გასაჯანსაღებლად და ზრდის დასაჩქარებლად. ამისათვის აბუსალათინის ზეთი კარგად უნდა განაწილდეს მთლიან წვერზე და შეიზილოს წვერის ქვეშ კანზე. წასმა-შეზელვის შემდეგ სასურველია ცელოფნისა და ზემოდან პირსახოცის შემოხვევა და 15-20 წუთით დატოვება. ამ დროის გასვლის შემდეგ საჭიროა ზეთის ჩამობანვა სპეციალური წვერის შამპუნით. ასეთი პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ და საგრძნობ შედეგს უნდა ველოდოთ 6-8 კვირის შემდეგ.
- ამლას ზეთი და მდოგვი. ამლა (Embilica officinalis) წარმოადგენს მცირე ზომის ხეს, რომელიც გავრცელებულია ინდოეთში და რომლის ნაყოფიდანაც მზადდება ზეთი. ამლას ზეთი გაჯერებულია ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, იგი პოპულარულია აღმოსავლეთში და ფართოდ გამოიყენება ჩინეთისა და მრავალი აზიური ქვეყნის მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. წვერის ზრდის დასაჩქარებლად იყენებენ 60 მლ. ამლას ზეთისა და 3 სუფრის კოვზი მდოგვის ფხნილის ნარევს, რომელიც კარგად შეიზილება წვერზე და ნიღბის სახით ჩერდება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანება თბილი წყლით. გამზადებული ნარევის გამოყენება შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში. ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ სასურველია რომელიმე წვერის ზეთის შეზელვა.
- დარეჩინისა და ლაიმის წვენის ნიღაბი წვერის ზრდის სტიმულირების მიზნით გამოიყენება დღეში ორჯერ. ნაზავის მოსამზადებლად საჭიროა ერთმანეთს შევურიოთ 1 სუფრის კოვზი დაფქული დარეჩინი და 2 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი. საჭიროა ამ ნაზავის წვერზე კარგად წასმა და 25-30 წუთის განმავლობაში გაჩერება. იმ შემთხვევაში, თუ ნაზავის შეზელვა გამოიწვევს კანის გაღიზიანებას, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს.
- ნიორი უძველესი და საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. მისი მოხმარებაც ადვილია და ხელმისაწვდომიცაა. ერთი პრობლემა სუნია. თუ ამას გადალახავთ, შესაძლოა შედეგით კმაყოფილი დარჩეთ. ნივრის კბილი უნა გადაჭრათ და გადაჭრილი, წვნიანი მხარე საგულდაგულოდ წაისვათ კანზე იქ, სადაც გინდათ, რომ ამოვიდეს თმა. საქმე იმაშია, რომ ნივრის წვენი აღიზიანებს თმის ბოლქვებს და თმა იწყებს ამოსვლას. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ შეძლებისდაგვარად დღეში 1-2ჯერ მინიმუმ 10 დღის მანძილზე. შემდეგ შეისვენოთ რამოდენიმე დღე და თუ საჭირო იქნება კვლავ განაახლოთ.
- არსებობს კიდევ ერთი საშუალება. უწინ კაკლის ნაჭუჭს წვავდნენ და წვის შედეგად მიღებულ ნაცარს იყენებდნენ წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ეფექტის გასაძლიერებლად კაკლის ნაჭუჭის ნაცარს ურევდნენ ღვინოში და მცენარეულ ზეთში. მიღებული მასა ეხმარება იარების სწრაფ შეხორცებას. ასეთივე „მალამოთი“ სარგებლობდნენ სიმელოტესთან საბრძოლველად, რადგან იგი ხელს უწყობს თმის ამოსვლასა და ზრდის დაჩქარებას. შესაბამისი ეფექტი მიიღება წვერის შემთხვევაშიც. აღნიშნული მეთოდი ეფექტურია იმ შემთხვევაში თუ საერთოდ არ იზრდება წვერი ან თმა რომელიმე მონაკვეთში, თუ მიზანი წვერის გახშირებაა უმჯობესია სხვა ხალხური მეთოდების გამოყენება, რადგან ამ მეთოდით შესაძლოა არსებული თმის/წვერის დაზიანება გამოიწვიოს. გამოყენების წესი: დამზდებული კრემის ტიპის მასა კარგად შეიზილეთ კანის იმ მონაკვეთში სადაც საერთოდ არ იზრდება თმა, გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ, გაიმორეთ კვირაში 2-3 ჯერ 2-3 კვირის განმავლობაში.
თმის და წვერის ზრდის მასტიმულირებელი სამედიცინო პრეპარატები.
არსებობს სპეციალური სამკურნალო საშუალებები, რომელებიც გამოიყენება თმის ცვენის შესაჩერებლად და თმის ამოსვლისა და ზრდის სტიმულირების მიზნით. მათ გამოიყენებენ იმ შემთხვევაშიც, თუ წვერი არათანაბრად იზრდება, მაგრამ დაუშვებელია მედიკამენტების მოხმარება ექიმის კონსულტაციის გარეშე.
თმის ცვენა ან ნელი ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს რაიმე შინაგან დაავადებასთან (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის), რომელიმე ნივთიერების უკმარისობასთან (მაგ. რკინის), სტრესთან, ანტიდეპრესანტების მიღებასთან და სხვ., ამიტომ აუცილებელია თმასთან არსებული პრობლემის მიზეზის დადგენა.
ამაში დაგეხმარებათ ექიმი – ტრიქოლოგი. ტრიქოლოგია (ბერძ. Trichos – თმა, logos – სწავლება) – დერმატოლოგიის განხრაა, რომელიც შეისწავლის თმასთან დაკავშირებულ პრობლემებს. იმ შემთხვევაში, თუ გამოკვლევის შედეგად გამოირიცხება რაიმე პრობლემის არსებობა, როგორც წესი, ინიშნება მინოქსიდილის შემცველი რომელიმე პრეპარატი
მინოქსიდილი (minoxidil) – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც გამოიყენება თავზე თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და ახდენს თმის ამოსვლის სტიმულირებას და იგივე ეფექტი აქვს წვერის შემთხვევაშიც. მინოქსიდილი ეფექტურია იმ შემთხვევაშიც, როდესაც წვერი ნელა იზრდება ან იზრდება ბუდობრივად, ალაგ-ალაგ და ვერ მიიღწევა სასურველი ვიზუალური ეფექტი.
პრეპარატის მოხმარება საკმაოდ მარტივია: იგი თანაბრად ნაწილდება და გულდასმით, თითების ნელი მოძრაობებით შეიზილება კანზე, თუმცა მნიშვნელობა აქვს პრეპარატის კონცენტრაციას, რომელიც ექიმმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს. პრეპარატს გააჩნია უკუჩვენებებიც და საკმაოდ ხშირია გვერდითი მოვლენებიც, ამიტომ მოხმარების დაწყებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პრეპარატს არ გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი და მისი გამოყენების შეწყვეტიდან მალევე ისევ ბრუნდება ძველი მდგომარეობა.
ფინასტერიდი (finasteride) – სამედიცინო პრეპარატი, რომელიც ახდენს ტესტოსტერონის გადაყვანას უფრო აქტიურ ანდროგენში – დიჰიდროტესტოსტერონში (DHT) და ძირითადად გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (გადიდების) სამკურნალოდ. პრეპარატის მიღებით გამოწვეული ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების დონის ამაღლებასთან ერთად, მატულობს თმიანობაც, ამიტომ ფინასტერიდს იყენებენ მამაკაცებში გამელოტებასთან ბრძოლისას.
მარტივია მისი მოხმარებაც, რადგან იგი გამოდის აბების სახით. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ პრეპარატის მიღება ორგანიზმში ცვლის ჰორმონალურ ბალანსს და ექიმის კონსულტაციის გარეშე მისმა თვითნებურმა მიღებამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიღოს, როგორიცაა იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება, ეაკულატის მოცულობის შემცირება.
უნდა გვახსოვდეს, რომ სამედიცინო პრეპარატები გამოიყენება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით და ყოველთვის უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს ბუნებრივ საშუალებებს, რაც გამორიცხავს არასასურველ გართულებებს და გვერდით მოვლენებს.
სტატიის გამოყენების პირობები
ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატია შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ბლოგზე ან ვებგვერზე, შემდეგი პირობების დაცვით: მიუთითეთ წყარო და დალინკეთ შესაბამის სტატიაზე. დიდი მადლობა წინასწარ!
მედიცინის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, BEARD.GE-ს მოწვეული ავტორი.
მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისთვი. თმის ზრდათან დაკავშირებული სწორი კვების მონაცემები, ვგულისხმობ ვიტამინებს რა თანმიმდევრობით უნდა მივიღო ან როგორი გრაფიკით? რამდენიმე ერთნაირი ვიტამინის შემცველი საკვები, რომ მიიღო ერთად ან ცალ-ცალკე შეიძლება თუ არა და ეს სწორი კვების ეფექტი მხოლოდ სახის თმაზე (წვერზე მოქმედებს) თუ ჩვეულებრივ თავის თმაზე ? მადლობა ყურადღებისთვის <3
გამარჯობა ლადო,
წვერზე და თმაზე ერთნაირად მოქმედებს, მიღება შეიძლება სხვადასხვა პროდუქტით ნებისმიერი კომბინაციით. თანმიმდევრობას და გრაფიკს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია შევსებული იყოს ორგანიზმისთვის აუცილებელი დღიური ნორმა.
მადლობა რომ კითხულობთ ჩვენს ბლოგს ❤️
მადლობა თქვენ <3 დღიურ დოზას საშუაოდ რამდენია თუ შეიძლება მითხრათ მაგ: კვერცხი, მწვანიი ნიგოი რათქმაუნდა თუ არ შეწუხდებით ან მითხარით სად შეიძლება თქვენი ნახვა <3
გამარჯობა ლადო,
არსებობს ცხრილები, სადაც ვიტამინების დღიური დოზები გათვლილა სქესის, ასაკის, წონის, საქმიანობის და ა.შ. მიხედვით.
უნდა ნახოთ ცხრილები, სადაც გათვლილია რომელ პროდუქტში რა ვიტამინებია და რა რაოდენობით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეირჩევა ინდივიდუალური რეკომენდაციები. თუ ამ ყველაფრის მოძიება თქვენთვის რთულია, მაშინ სასურველია დაუკავშირდეთ ექიმ-დიეტოლოგს, რომელიც უკეთ დაგაკვალიანებთ
უღრმესი მადლობა თქვენ <3
არაფრის ლადო 🙂 <3
Gamarjobat. Mainteresebs niors rom wavismevt ramden xanshi sheidzleba saxis dabana?
გამარჯობა კოტე,
რაც მეტ დროს გაიჩერებთ უკეთესი შედეგი აქვს. მინიმუმ 20 წუთი ეცადეთ გაიჩეროთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ მეტ დროს გაიჩერებთ და არ შეგაწუებთ უკეთესი იქნება.
გაგვიზიარეთ შედეგები თუ მოსინჯავთ <3
პატივისცემით,
Beard.ge
wveris amosvlas uwyobs anu xels xo?
da ramdenad efeqturia rom mitxrat
გამარჯობა გიორგი,
ნიორი საკმაოდ ეფექტურია თუმცა მისი ეფექტურობა ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის.
ნიორი გამოიყენეთ მხოლოდ ისეთ ადგილებში სადაც საერთოდ წვერი არ ამოგდით, არსებულ წვერზე ნიორის წასმა არ არის რეკომენდირებული.
თუ არსებული წვერის გახშირებას ცდილობთ, აბუსალათინის ნიღაბი მოსინჯეთ
გამარჯობათ რამაინტერესებს ესეიგი წარბებზე თუშეილება ნიორის წასმა რო ამოვიდეს? წარბიც ხომთმა 😂
გამარჯობა დავით,
ნიორის ეფექტი მდგომარეობს ბოლქვების გაღიზიანებაში, არის შანსი წარბების შემთხვევაშიც იმოქმედოს.
პატივისცემით,
Beard.ge
გამარაჯობა, მაინტერესებს მინოქსიდილის წასმის შემთხვევაში რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება წვერის დაბანა და კიდევ xD უმჯობესი თუ არის საპნით დავიბანო რადგან არ მინდა კანი უფრო გამიშრეს :/
მოგესალმებით,
სამწუხაროდ მინოქსიდილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობთ, უმჯობესი იქნება დერმატოლოგს მიმართოთ, პრეპარატის მწარმოებელს ან კომპეტენტურ პრის
პატივისცემით,
Beard.ge
გამარჯობა. წვერის ხშირი გაპარსვა რამდენად მოქმედებს უფრო ხშირი წვერის ამოსვლაზე და მის ზრდაზე?
გამარჯობა ლევან 🙂
წვერის პარსვა არავითარ კავშირში არ არის წვერის გახშირებასთან ან ზრდის ტემპის დაჩქარებასთან. აღნიშნული აზრი საკმაოდ განვრცობილი მითია, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.
ერთადერთი კავშირი წვერის პარსვით ზრდის ტემპის დაჩქარებასთან შეიძლება იყოს შემდეგი: მოგეხსენებათ რომ კანის უჯრედები მუდმივად განიცდის განახლებას, როდესაც სახე წვერით იფარება რთულდება წვერ ქვეშ მკვდარი უჯრედების მოშორება, პარსვის შედეგად მარტივად შორდება მკვდარი უჯრედები და შედეგად შესაძლოა დაჩქარდეს წვერის ზრდა, თუმცა მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად არსებობს სპეციალური წვერის სკრაბი, რომელიც ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ 39.95 ლარად
კაკლის დამწვარ ნაჭუჭისთვის ნებისმიერი სახეობის ღვინო და ნებისმიერი სახეობის ზეთი(თუნდაც მზესუმზირის) გამოდგება?
გამარჯობა გიორგი, დიახ, ნებისმიერი სახის მცენარეული ზეთი და ღვინო გამოდგება, რათქმაუნდა ნატურალური.
მოკლედ ვარ 16 წლის! ანუ ნიორი რომ წავისვა წვერი ამოსვლას დაიწყებს? და თუ შეიძლება მითხარით ანუ როგორ გავაკეთო ნიორი უნდა დავჭლიყო და სახეზე წავისვა თუ?????
გამარჯობა ზაზა 😊
პირველ რიგში უკაცრავად დაგვიანებული პასუხისთვის ❤
ნიორი გამოიყენება როგორც მასტიმულირებელი, წასმა ხდება მხოლოდ იმ ადგილებში სადაც წვერი საერთოდ არ ამოდის. წვერზე წასმა იწვევს არსებული წვერის დაზიანებას.
16 წლის ასაკში წვერის არ ქონა ნორმალურია, დროთა ნამავლობაში შეივსება წვერი. პროცესის დასაჩქარებლად გირჩევთ ხელი შეუწყოთ კვებით, ვარჯიშით და ძილით, როგორც სატიაშია აღწერილი
gamarjobat anu ramdeni xani unda gagrdzeldes es frocesii anu nioris wasmas vgulisxmob ?
გამარჯობა ლევან ✌
ნიორი გამოიყენეთ 1-2ჯერ მინიმუმ 10 დღის მანძილზე, მხოლოდ იმ ადგილებში სადაც წვერი საერთოდ არ ამოდის, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ არსებული წვერის დაზიანებას.
გამარჯობა, ვარ 18 წლის და წვერი ძალიან ალაგ-ალაგ მშვიდობაში ამომდის რა ვუყო? :d
გამარჯობა ალეკო 🙂
18 წლის ასაკში ალაგ-ალაგ წვერის ამოსვლა ძალიან ნორმალურია.
წვერის ზრდას ხელი შეუწეთ სწორი კვებით, ვარჯიშით, სტრესის შემსუბიქებით, ძილით (ამავე ბლოგში ეს ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი, მათ შორის რომელი საკვები არის უკეთესი, გაეცანით და გამოიყენეთ)
ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ ერიდოთ ქიმიურ პრეპარატებს! ასაკის მატებასთან ერთად აუცილებლად შეივსება
გამარჯობა .მაინტერესებს ნივრის წასმის შემდეგ ცოტა შედეგი მაინც რახანში იქნება და კიდე . წვერი მცვივა და ან რატო და ან რა შეილება ვუშველო
გამარჯობა თორნიკე,
ნიორი აღიზიანებს თმის ბოლქვებს და თმა იწყებს ამოსვლას, შესაბამისად თუ შედეგი გამოიღო ძლაიან მალე შეამჩნევთ.
ნიორი გამოიყენეთ მხოლოდ იმ მონაკვეთებში სადაც საერთოდ არ ამოდის წვერი, სხვა შემთხვევაში დააზიანებთ არსებულ წვერს.
10 დღიანი კურისის შემდეგ თუ შედეგი გამოიღო 1 კვირის განმავლობაში შეამჩნევთ.
რაც შეეხება წვერის ცვენას, რა ოდენობაზეა საუბარი? ზოგადად დღეში 100 ღერამდე თმა + წვერის ცვენა არის ნორმალური, რადგან მუდმივად ხდება განახლება.
წვერის ცვენა შესაძლოა გამოწვეული იყოს კანის გამოშრობისგან, რასაც წვერის ზეთი აგვარებს.
თუ წვერის ცვენას უფრო ხშირი სახე აქვს ვიდრე ზევით ავღნიშნეთ და პრობლემა დატენიანებაში არ არის, ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მგალითად: სტრესი, დერმატოლოგიური პრობლემა, ფორების ბლოკირება, გენეტიკა ა.შ.
გამარჯობათ, პირველ რიგში დიდი მადლობა beard.ge-ს ასეთი კარგი ინფორმაციებისთვის:)) და თქვენ ამბობთ, რომ ნიორის გამოყენების დროს მხოლოდ იმ ადგილებში უნდა წავისვათ სადაც წვერი საერთოდ არ ამოდის, წინააღმდეგ შემთხვევაში წვერი გაღიზიანდება და მაინტერესებს 10 დღის განმავლობაში წვერი, რომ ვიპარსო და გაპარსულ კანზე ვისვა ნიორი, ამ შემთხვევაში ხომ უკეთესი შედეგი იქნება, წვერის შევსებასთან დაკავშირებით?? და ხომ ვერ გააღიზიანებს?? დიდი მადლობა:))
გამარჯობა 🙂 დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის და უკაცრავად დაგვიანებული პასუხისთვის.
ახლად გაპარსულ კანზე ნიორის წასმა გამოიწვევს წვის შეგრძნებას, შემთხვევაში გირჩევთ წვერის გაპარსვის გარეშე გამოიყენოთ ნიორი და წვერის დაზიანების შემთხვევაში, 10 დღის შემდეგ უბრალოდ გაიპარსოთ წვერი. გავიზიარეთ შედეგები <3
გამარჯობათ, წვერის დეპიგმენტაციას ვამჩნევ, ანუ გარკვეულ ადგილას ამოდის შავი წვერი და შემდეგ თანდათან წითლდება და რა შეიძლება იყოს მიზეზი? გმადლობთ წინასწარ.
გამარჯობა ნიკა 🙂
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის და უკაცრავად პასუხის დაგვიანებისათვის ❤️
ზოგადად, წვერის ზრდა/გახშირება საკმაოდ კომპლექსური და ინდივიდუალური პროცესია. აღნიშული საკითხი ბევრ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ ძირითადად ასაკობრივი/გენეტირკური ფაქტორი განსაზღვრავს. წვერისათვის რაიმე საფრთხის შემცველი და საგანგაშო არ არის, საკმაოდ ხშირია კონკრეტულად ეს შემთხვევა წვეროსნებში.
ამ პროცესს წვერის მოვლის საშუალებებით ვერ შეაჩერებთ, ერთადერთი გამოსავალი არის წვერის საღებავი, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მოიძებნება წვერის საღებავი ბაზარზე, რომელიც ზიანის მომტანი არ იქნება წვერისათვის. ასე რომ, რეკომენდაციას ვერ გავუწევთ საღებავებს.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ 📩
ან დაგვიკავშირდით ☎ (032) 205 45 15
სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას ❤️
მოგესალმებებით მეც მაქვს ერთი შეკითხვა, 2 ჯერ წასმა ჯობია დღეში თუ ერთხელ რომლით უფრო კარგჯ შედეგი მიიღება. და კიდევ ძლის წინ ჯობია წასმა თუ დღისით.
გამარჯობა 🙂
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის და უკაცრავად პასუხის დაგვიანებისათვის ❤️
ზოგადად, წვერის ზეთის მოხმარება რეკომენდირებულია დილით, წვერის დასაბანი საშუალების მოხმარების შემდგომ, როდესაც წვერს შეიმშრალებთ.
საშუალო ზომის წვერზე 3-4 წვეთი სრულიად საკმარისია დღეში ერთხელ, მაგრამ ვინაიდან მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან არის დამზადებული, თუკი იგრძნობთ, რომ წვერი/კანი გამოგიშრათ დღის ბოლოს, ან უბრალოდ გესიამოვნებოდათ დამატებით წვერის ზეთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორედაც, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა მისი გამოყენება. საკმაოდ ბევრი მომხმარებელი მოიხმარს დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს ❤️
გამარჯობათ
პირველრიგში ძაან დიდი მადლობა რომ ყველაზ ესე ეხმარებით უაზიარებთ გამოცდილებასა და ცოდნას ადრე არიყო საქართველოში მსგავს თემებზე მოსაუბრე გამოცდილი ხალხი და ძალიან სასიამოვნოა რო გვაქვს საშუალება მივიდეთ გამოცდილ ადამიანებთან რჩევებზე❤️
ეხა რაში მდგომარეობს ჩემი შეკითხვა აბუსალათინის ნიღაბი მოსინჯეთო ახსენეთ ეგ პროცედურა წავიკითხე და გავეცანი და მაინტერესებს , შემდეგ ჩამოიბანეთ წვერის საპნითო და რა განახვავებაა უბრალო ვთქვათ შავ საპონსა რომელიც ყველაზე სასარგებლოა კანისათვის და წვერის საპონს შორის არა წვერის საპნით რო ჩამოვიბანო ცუდი შედეგი ექნება თუ უბრალოდ რეკომენდირებულია წვერი საპონი მაგრამ შეილება ჩვეულებრივიც
მადლობა წინასწარ ❤️
გამარჯობა ნიკო 😊 ❤ მადლობა კეთილი სიტყვებისთვის.
წვერის საპონში იგულისხმება ყველა ის საპონი რომელიც წვერისთვის ვარგისია
ნებისმიერი ნატურალ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საპონი არის კარგი. წვერის დასაბანი საშუალება კანის გამოშრობის ნაცვლად უნდა ატენიანებდეს მას და არბილებდეს წვერს.
ჩვენი წვერის დასაბანი საშუალებები დამზადებულია ნატურალრ მცენარეულ ზეთებზე და შედეგად რბილდება წვერი, ტენიანდება კანი და ჯანსაღდება წვერი
რომელ შავ საპონს იყენებთ? ინგრედიენტები ხომ არ იცით? შედეგი როგორი გაქვთ წვერის დაბანის შემდეგ?
გამარჯობა კითხვა გამიჩნდა ზემოთ მითითებული კომენტარისგან 10 დღიანი კურსი როგორ გავიგო აღნიშნული იყო რომ 10 Dღეში ერთხელ უნდა წაისვა ნიორი და ვერ გავიგე?მადლობა წინასწარ
გამარჯობა თორნიკე ❤ დიდი მადლობა დაინტერესებისათვის😊
ზოგადად ნიორი საკმაოდ ეფექტური დამხმარეა წვერის გასახშირებლად, თუმცა ეს ეფექტურობა ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის, ვინაიდან წვერის ზრდა/გახშირება საკმაოდ კომპლექსური პროცესია, გარანტიას ვერ მოგცემთ რომ ნიორი წვერს ამოგიყვანთ.
ნიორის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ ადგილებში სადაც საერთოდ არ ამოგდით წვერი, არსებულ წვერზე ნიორის წასმას არ გირჩევთ.
საწყისი ეტაპისათვის მოსინჯეთ 10 დღიანი კურსი, დღეში ერთხელ ან ორჯერ მოხმარებით, დაახლოებით 10-დან 20-წუთამდე თუ გაიჩერებთ უფრო ეფექტური იქნება.
10 დღიანი კურსი თუ ეფექტური იქნება, შემდეგი 1 კვირის განმავლობაში შეამჩნევთ შედეგს. დააკვირდით, შეისვენეთ რამოდენიმე დღე და თუ შედეგი არ იყო კიდევ გაიმეორეთ 10 დღიანი კურსი. წარმატებებს გისურვებთ❤
გამარჯობათ. საინტერესო ინფორმაცია იყო, მადლობა. კომენტარებს გადავხედე და ნიორზე ბევრი შეკითხვა იყო მარა დაზუსტება მინდა . ანუ ბაკებზე მაქვს ე.წ patchy beard. ხოლო ლოყებზე ძაან ცოტა რამდენიმე ღერი და ლოყებზე წასმის შემთხვევაში ხო არ გაღიზიანდება არსებული “ღინღლები”? 😀 მადლობა წინასწარ
გამარჯობა💙
მადლობას გიხდით დადებითი შეფასებისა და გამოხმაურებისთვის🧡
თუ შეიძლება თქვენი ასაკი რომ გვითხრათ🌟
ზოგადად ნიორი გამოიყენება როგორც მასტიმულირებელი, მოხმარება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ ადგილებში სადაც წვერი საერთოდ არ არის. ამოსულ წვერზე წასმის შემთხვევაში ხდება წვერის ღეროების დაზიანება, აქედან გამომდინარე რეკომენდირებული არ არის.
თქვენს შემთხვევაში, რადგან უკვე არსებული წვერის გახშირებას გსურთ, აბუსალათინის ნიღაბს გირჩევდით💚
გამარჯობათ ანუ აბუსალათინის ზეთი აფთიაქში რომ იყიდება, მაგაზე იძახით თუ სუფრის? სუფრის არ მოქმედებს?
და კიდევ მარტო მდოგვი რამდენად ეფექტურია? და თუ შეიძლება წასმა?
გამარჯობა ნიკოლოზ❤
მადლობა დაინტერესებისთვის🙂
აბუსალათინის ზეთი სჯობს აფთიაქში იყიდოთ, ვინაიდან სუფრის ზეთების ეფექტურობასა და შემადგენელ ინგრედიენტებზე ინფორმაცია არ გვაქვს💙
რაც შეეხება მდოგვს, მისი გამოიყენება მხოლოდ ამლას ზეთთან ერთად ხდება. ცალკე-მდოგვი ეფექტური არ იქნება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შედეგი გარანტირებული ვერ იქნება, ეს უბრალოდ ხალხური მეთოდია და მეცნიერულ დონეზე არ არის დადასტურებული💚
ჩვენს მიერ შედგენილი ბლოგი, აერთიანებს და მიმოიხილავს ყველა ხალხურ მეთოდს რაც კი გამოიყენება წვერის ზრდა/გახშირებისთვის, მაგრამ ვინაიდან ძალიან კომპლექსური და ინდივიდუალური პროცესია, შედეგი ვერ იქნება გარანტირებული. წარმატებებს გისურვებთ🌟
გამარჯობათ გთხოვთ უბრალოდ მაინტერესებს ბოლო ხანს თითქოს წვერის შეთხელებას ვხედავ მხოლოდ მარცხენა მხარეს ისიც მთლიანად არა აბუსალათინის ზეთი წავისვი მთელს წვერზე ორივე მხარეს 30 წუთი გავიჩერე და 72 პროცენტიანი საპონით ჩამოვიბანე გამიგია რომ კანისთვის კარგი არისო ამ საპონზე რას მირჩევთ? აბუსალათინი მთელს წვერზე რო წავისვა და არა მხოლოდ იმ ადგილზე სადაც შეთხელებულივითაა შეიძლება? და ეს კურსი 6 დან 8 კვირამდე რაც თქვენ გაქვთ მითითებული ამ 72 პროცენტიანი საპნით რო ჩამოვიბანო რას მირჩევთ?
გამარჯობა გიორგი❤
მადლობა დაინტერესებისთვის, ასევე უკაცრავად პასუხის დაგვიანებისთვის 🙂
აბუსალათინის ზეთის პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ და შედეგს უნდა ველოდოთ მოხმარებიდან 6-8 კვირაში. წასმის შემდეგ სასურველია ცელოფნისა და ზემოდან პირსახოცის შემოხვევა და 15-20 წუთით დატოვება. ამ დროის გასვლის შემდეგ საჭიროა ზეთის ჩამობანვა სპეციალური წვერის შამპუნით. სამწუხაროდ 72%-იან საპონზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. რადგან ჩვენი ბრენდის პროდუქტი არ არის.
გიორგი, ჩვენს მიერ შედგენილი ბლოგი, აერთიანებს და მიმოიხილავს ყველა ხალხურ მეთოდს რაც კი გამოიყენება წვერის ზრდა/გახშირებისთვის, მაგრამ ვინაიდან ძალიან კომპლექსური და ინდივიდუალური პროცესია, შედეგი ვერ იქნება გარანტირებული. გირჩევდით დერმატოლოგთან ვიზიტს, რადგან მხოლოდ ერთ მხარეს შეგითხელდათ წვერი, რომ დერმატოლოგიური პრობლემა გამოირიცხოს, ასევე აბუსალათინის მოხმარებაც მისი რეკომდაციის შემდგომ დაიწყეთ. წარმატებებს გისურვებთ 💙