🛵 მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში იმავე დღეს, რეგიონებში 3 სამუშაო დღეში
BEARD.GE -ს მომხმარებელი 100%-ით დაცულია! 👍
ნებისმიერ პროდუქტზე (*Dovo-ს სამართებლის გარდა) მოქმედებს 100% თანხის უკან დაბრუნების გარანტია. პროდუქტის დაბრუნება ხდება შეკვეთის მიღებიდან ან მაღაზიაში შეძენიდან 14 კალენდრული დღის განმავლობაში, ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე!
მომსახურება დავნერგეთ ჩვენი მომხმარებლების კომფორტისთვის, რათა თქვენ იყოთ დარწმუნებულები პროდუქციის უმაღლეს ხარისხში ისევე როგორც ჩვენ ვართ და იგრძნოთ თავი დაცულად. დიდი იმედი და სურვილი გვაქვს მსგავსი სერვისის 🇬🇪 საქართველოში დანერგვის, რაც შედეგად ბაზარზე არსებული პროდუქციის ხარისხს აამაღლებს და გაგვიმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას. მაგალითისთვის 🇩🇪 გერმანიაში თანხის უკან დაბრუნების სერვისი კანონმდებლობით რეგულირდება.
✅ გარანტიის მისაღებათ გთხოვთ გაეცანით რამდენიმე უმარტივეს პირობას:
- თითოეულ პროდუქტს აქვს 1 დღეზე გათვლილი გამოყენების რეკომენდირებული დოზა (მაგ: წვერის ზეთის გამოყენების რეკომენდირებული რაოდენობა არის დღეში 4-5 წვეთამდე) შესაბამისად პროდუქტს არ უნდა აღენიშნებოდეს გონივრულ რაოდენობაზე მეტი დანახარჯი.
- აუცილებელია პროდუქტის ჩეკის წარდგენა, ბარათით გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ ბანკის ამონაწერი წარადგინოთ, მოკლედ ნებისმიერი ფორმით უნდა დაგვისაბუთოთ რომ პროდუქცია ნამდვილად შეიძინეთ ჩვენთან.
- პროდუქცია შეგიძლიათ დააბრუნოთ და მიიღოთ გადახდილი თანხა, ასევე შეგიძლიათ გადაცვალოთ სხვა ნებისმიერ პროდუქტში, თანხის სხვაობის ანაზღაურებით
- გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნული პირობები არ ვრცელდება Dovo-ს სამართებლებზე. BEARD.GE-ს ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეძენამდე დაათვალიეროთ სანიმუშო სამართებბელი, ასევე გირჩევთ მოიძიოთ ინფორმაცია ონლაინ, გაეცნოთ შეფასებებს.
📢 რატომ არ ვრცელდება Dovo-ს პროდუქციაზე თანხის უკან დაბრუნების გარანტია?
Dovo არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამართებლების მწარმოებელი კომპანია, პროდუქციის ხარისხის შესახებ ინფორმაცია მარტივი ონლაინ ძიებით შეგიძლიათ მოიძიოთ. პროდუქტის შინაარსიდან გამომდინარე, უკან დაბრუნებული სამართებელი ხდება უსარგებლო, რაც შეიძლება ბოროტად იქნას ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული.