ძალიან ხშირია როდესაც არ ვიცით როგორ შევიჭრათ თმა და წვერი, არ ვიცით რამდენად მოგვიხდება დალაქის მიერ შემოთავაზებული სტილი ან საერთოდ რა იგულისხმება და როგორ გამოიყურება რეკომენდირებული სტილი. Beard.ge და Chop-Chop თბილისი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს წვერის და თმის სტილის შერჩევის გამარტივებას.
#1 ეპიზოდი: ჩვენი გუნდის წევრი ბექა, რომელსაც სურს თმის სტილის შეცვლა (თუმცა არ აქვს კონკრეტული იდეა) + წვერის შესწორება სიგრძის შენარჩუნებით, რადგან იზრდის წვერს. ენდობა Chop-Chop-ის უფროსი ბარბერი მოჰანადის რეკომენდაციას და ირჩევს კლასიკურ სტილს. პროცესის ამსახველი ვიდეო მასალა იხილეთ ქვევით 👇
გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში 👇 გვითხარი რისი ნახვა გსურს შემდეგ ეპიზოდში
არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდი, გამოიწერე ჩვენი Youtube არხი
😀 მაგარია!
wveris sazrdeli rame arsebob rom wveris zrdas achqarebs
მოგესალმებით,
ჩვენი წვერის ზეთები მისი შემადგენლობიდან გამომდინარე ხელს უწყობს წვერი ზრდას/ამოყვანას/გახშირებას, მაგრამ შედეგი ინდივიდუალურია და არ არის გარანტირებული
წვერის ზეთები შეიცავს: აბუსალათინის ზეთს, არგანის და ჰოჰობას ზეთებს + 10მდე სხვა მცენარეულ ზეთს, რომლებიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე პერიოდიდან გამოყენება წვერის, თმის ამოსაყვანად, დასაბრილებლად, ფორმის მისაცემად, კანის დასატენიანებლად.
ზოგადად აღნიშული საკითხი ბევრ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ასაკობრივი/გენეტირკური, სტრესი, დიეტა და ა.შ.
გირჩევდით ჩვენი ბლოგის წაკითხვას სადაც დეტალურად არის განხილული წვერის ზრდასთან კავშირში მყოფი ყვლეა ფაქტორი, მოცემული ასევე კონკრეტული რჩევები და ძველი ხალხური მეთოდები რომლებიც მუშაობს. ბლოგის წასაკითხად გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე
http://beard.ge/rogor-davachqaro-cveris-zrda/
პატივისცემით,
Beard.ge
მაგხელა წვერი რო გაიზარდოს რამდენი თვეა საჭირო ?
გამარჯობა ლაშა 🙂
ზოგადად წვერის ზრდის ტემპი ინდივიდუალურია, ყველა ადამიანს სხვადასხვა ტემპით ეზრდება წვერი.
უხეშად 1 წელი არის მინიმუმ საჭირო ამ ზომის წვერის გასაზრდელად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია უფრო ადრე გაიზარდოს
პატივისცემით,
Beard.ge
გამარჯობათ, დზალიან უხეში წვერი მაქვს და რამეს ხო არ მირჩევთ რომ დამირბილოს?
გამარჯობა დათა,
უხეში წვერისთვის გირჩევთ წვერის ზეთს რომელიც მომენტალურად დაგირბილეთ წვერს, მოგიხსნით ქავილს და დიკომფორტის შეგრძნებას, ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ გაგიჯანსაღებთ წვერს.
პატივისცემით,
Beard.ge
rodesac wveri sxvaasxva mimartulebit izrdeba am shemtxvevashi rogor movikce
გამარჯობა გიორგი,
წვერის ზრდის მიმართულების შეცვლა ფაქტიურად შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია წვერის “მორჯულება”, ამისათვის იდეალურია წვერის ჯაგრისით წვერის სასურველი მიმართულებით სისტემატიური ვარცხნა, შედეგის მიღწევა მარტივდება როდესაც წვერის ზეთს იყენებთ რადგან წვერის ზეთი მომენტალურად არბილებს წვერს, დარბილებული წვერი კი უფრო მართვადია. ასვე კარგია წვერის ბალზამი, რომელიც დარბილებასთან ერთად მიმართულებასაც აძლევს წვერს, თუმცა წვერის ჯაგრისის გარეშე მხოლოდ ზეთით ან ცვილებით შედეგს ვერ მიიღებთ.
პატივისცემით,
Beard.ge
woww
am videos yurebis mere mivxdi rom batumshi tmis shechra aravis codnia da ra cudia mxolod tbilishi ro xart 🙁
მოგესალმებით 🙂
ჩვენ ვართ BEARD.GE მაღალი ხარისხის წვერის მოვლის საშუალებების მაღაზია, ვიდეო გადაღებულია თბილისის CHOP-CHOP-ში, მსგავსი ვიდეობით გვსურს ჩვენს მომხმარებელს დავეხმაროთ ახალი სტილის პოვნაში.
კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის 🙂 CHOP-CHOP-ი უკვე ბათუმშიც არის, მემედ აბაშიძის 27 ნომერში სადაც ჩვენი სრული პროდუქციაც არის წარმოდგენილი
პატივისცემით,
BEARD.GE
Tbilisshi ra adgilas aris chop chopia saloni.?
გამარჯობა მიხეილ 🙂
CHOP-CHOP-ის მისამართი: ალ. ყაზბეგის 1, თბილისი
batumshi aris es salonii
ბათუმში არის CHOP-CHOP-ის ფილიალი, სადაც Beard.ge-ს სრული პროდუქციაც არის ხელმისაწვდომი.
მისამართი: მემედ აბაშიძის 27, ბათუმი, ბარბერშოპ CHOP-CHOP
გამარჯობა. მე ვარ 16 წლის და მაინტერესებს ჩემს ასაკში არის თუ არა რეკომენდირებული წვერის გაზრდა. მინდა ძალიან. არ გამიპარსავს 1 თვეა დაახლოებით. ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა, რომ ულვაშები არ მიერთდება გვერდზე წვერთან რა. და შეგიძლიათ მითხრათ, ან რაიმე სტატია დამილინკოთ სადაც გავეცნობი როგორ მოვუარო?
გამარჯობა ვაკო 🙂
წვერის გაზრდა ნებისმიერ ასაკში რეკომენდირებულია, ასაკის მატებასთან ერთად წვერი შეივსება და მიიღებს სრულ სახეს. რაც შეეხება წვერის მოვლას, საწყის ეტაპზე დაგჭირდებათ წვერის ზეთი, კარგი იქნება ნატურალური დასაბანი საშუალება და დასავარცხნათ წვერის ჯაგრისი, როდესაც ულვაში მოგეზრდებათ და დამორჩილების პრობლემა გაჩნდება, გამოიყენეთ ჩვენი მაღალი ფიქსაციის ულვაშის ცვილი.
არსებობს ნატურალური საშუალებები წვერის ზრდის დასაჩქარებლად, თუმცა ძირითად შემთხვევაში წვერის ზრდა გენეტიკას/ასაკს უკავშირდება და დროთან განმავლობაში სრულყოფილ სახეს იღებს
გადახედეთ ჩვენს ბლოგს სადაც წვერის ზრდასთან კავშირში მყოფი ფაქტორებია განხილული, ასევე ნახავთ რჩევებს კვების რაციონთან დაკავშირებით
https://beard.ge/rogor-davachqaro-cveris-zrda/
პატივისცემით,
Beard.ge
ra girs tmis da wveris shechra?
მოგესალმებით 🙂
დალაქის მომსახურების ფასებისთვის დაუკავშირდით CHOP-CHOP-ს 597 71 11 44 ან ეწვიეთ CHOP-CHOP-ის Fb გვერდს.
გამარჯობა მე ვარ ბაქარი 26 წლის ქუთაისიდან მაქვს ძალიან ხვეული წვერი და თუ არის შესაძლებელი რომ ავისწორო და როგორ ?
გამარჯობა ბაქარ💙
პირველ რიგში დიდი მადლობა დაინტერესებისთვის🌟 საშუალო ან გრძელი ზომის ხვეული წვერისთვის ვურჩევთ ხოლმე წვერის ბალზამს, ვინაიდან აქვს ძლიერი დამარბილებელი ეფექტი და დაბალი ფიქსაციის უნარი, რაც ერთიან ფორმაზე დააყენებს წვერს, მაგრამ წვერის იდეალურად გასწორება მხოლოდ წვერის მოვლის საშუალებით რთულია.
ყველაზე მარტივი მეთოდია, სველი წვერის ფენით და სავარცხლით გასწორება. როდესაც დაასრულებთ გასწორებას, შემდეგ უკვე შეგიძლით წვერის ბალზამი წაისვათ ფენისგან გამომშრალი წვერის დატენიანებისთვის, დარბილებისთვის და ერთიანი ფორმის მიღებისთვის.
ბალზამების სანახავად დააჭირეთ აქ 👉 წვერის ბალზამები
თუ რაიმე კითხვა გექნებათ, ნებისმიერ დროს მოგვწერეთ, სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას💚
სასიამოვნო დღეს გისურვებთ🧡